საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თვალსაზრისი
რა უნდა გავაკეთოთ ტურისტების მოსაზიდად არსებულ რეალობაში - ვერა ქობალიას მოსაზრება
2020/05/09 16:25:21

„ავიაბილეთები, სავარაუდოდ, გაძვირდება და ტურისტების ის კატეგორია, ვისზეც გათვლა გვქონდა, ალბათ ძველებურად დიდი რაოდენობით და სიხშირით ვერ ჩამოვა საქართველოში“, - ასეთია საქართველოს ტურიზმთან დაკავშირებით ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას პროგნოზი არსებული რეალობაში.



როგორც bm.ge-ის ქობალიამ განუცხადა, covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე.



„ტურიზმის ინდუსტრია შეიცვლება და რაოდენობიდან უფრო ხარისხზე გაკეთდება აქცენტი. სამწუხაროდ, ბევრი სხვადასხვა მიმართულების მონოპოლიზება მოხდება, მათ შორის - ავიაციაში. რადგან საერთაშორისო მიმოსვლა წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ დაუბრუნდება ჩვეულებრივ რეჟიმს, რა თქმა უნდა, ბევრი ავიაკომპანია ვერ გაუძლებს ასეთ წნეხს, ამიტომ გინდა, თუ - არა, ამ ბაზრის მონოპოლიზება მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასები გაიზრდება; ამდენად, ტურისტების ის კატეგორია, ვისზეც ჩვენ გვქონდა გათვლა, ალბათ იმდენად დიდი რაოდენობით და ისეთი სიხშირით ვეღაღ ჩამოვა საქართველოში, როგორც - აქამდე.



რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ სიტუაციაში? - ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, ესაა პირველ რიგში ის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და აქცენტი მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე გავაკეთოთ. რა სჭირდებათ ამ ტიპის მოგზაურებს - რატომღაც გვგონია, რომ ისინი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ეძებენ და ა.შ. არაა ეს ასე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები თავიანთ ქვეყნებშიც აქვთ. პირიქით, დღევანდელი ევროპელი ან ამერიკელი დამსვენებელი ეძებს ბუნებასთან სიახლოვეს, სიმშვიდეს, ნატურალურ პროდუქციას... ამიტომ საქართველოში მას აინტერესებს მთა, სუფთა მდინარე, კულინარია... მოკლედ, ემოციების მიღება. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ტურიზმი არაა ცალკე მდგომი სექტორი, ის მჭიდრო კავშირშია სოფლის მეურნეობასთან და თუ მის გადახარისხებას და სხვანაირად გადააზრებას შევძლებთ და გავუშვებთ საერთაშორისო მესიჯებს, მარკეტინგულ რგოლებს, რომ ესაა ის, რასაც საქართველოს სთავაზობს უცხოელ ტურისტებს, ვფიქრობ, არ იქნება ცუდი“, - ამბობს ვერა ქობალია.

 

თელარა გელანტია: https://bm.ge/ka/article/ra-unda-gavaketot-turistebis-mosazidad-arsebul-realobashi---vera-qobalias-mosazreba-/55826

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია