დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში
2011/03/07 12:38:20

3 მარტს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - კონცერტი გაიმართა. კლასიკური მუსიკის კონცერტს წინ თეატრის ფოიეში დედა-შვლის ირმა და ეკა ხურციძეების ნაქარგების ჩვენება უძღოდა, სახელწოდებით „ქალი და ხელოვნება“.

„ეს ჩვენი პირველი გამოფენაა, ისე უკვე რამდენიმე წელია ვქარგავთ, ანუ, ფაქტობრივად ვხატავთ, რადგანაც სუფთა ტილოზე ყოველგვარი ნახაზების გარეშე გადაგვაქვს ცნობილი მხატვრების, ასევე კარგად ნაცნობი ტილოები ან ფრაგმენტები მათი ნამუშევრებიდან. მე და დედას ძალიან მოგვწონს ეს ხელსაქმე, ხოლო დღეს, რადგანაც დედის დღეა ჩვენი ნაქარგებიდან მხოლოდ ქალთა სერია გამოვფინეთ“. - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გამოფენის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ხურციძემ.

როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ბუნებრივია, როცა ამ დღის აღნიშვნას ვგეგმავდით, დედა-შვილობის თემის გარშემო ვტრიალებდით, ამიტომაც ერთგვარი კომპლექსური ხასიათი მიეცა ამ დღეს და თეატრის ფოიეში დედა-შვილის გამოფენა გაიმართა, ხოლო საზეიმო კონცერტი ასევე დედა-შვილმა ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძემ ახალი სიმღერის - „იავნანის“ პრემიერით დახურეს. რაც შეეხება თავად კონცერტს, ნიჭიერი ახალგაზრდები წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შეეწყოს ქუთაისში ქართული კლასიკური მუსიკის ტრადიციების აღორძინებასა და განვითარებას“.

„საერთოდ, დღევანდელი დღე, რადგანაც ოფიციალურად აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია, თორემ ისე ყველა დღე დედის დღე უნდა იყოს. მართლა გულწრფელად მიხარია, რომ 3 მარტს ქუთაისში აღმოვჩნდი, ამავდროულად, ჩემი და ნატალიას ახალი სიმღერის პრემიერაც სწორედ აქ შედგა. ქუთაისელი მაყურებელი ძალიან მუსიკალური და გემოვნებიანია, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ სოლო კონცერტს, რომელიც სწორედ რომ ამ ქალაქში გაიმართება“. - აღნიშნა გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას მომღერალმა ეკა მამალაძემ.

კონცერტზე მიწვეული იყვნენ ქუთაისის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული დედები, რომელთაც ქალაქის მერიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია