დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აეროპორტისა და ქუთაისის დამაკავშირებელი გზა ტურისტების გაღიზიანებას იწვევს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/01/09 09:47:31

 

 

როდესაც აეროპორტიდან  ქუთაისისკენ მიმავალ გზას დავადექი პირველი,  რაც დავინახე მიტოვებული გაზგასამართი სადგურები, ამორტიზირებული საპირფარეშოები და გზის პირზე  დაწყობილი ავტომობილების  ჩონჩხები იყო. მეგონა ამ ტერიტორიაზე აპოკალიფსი მოხდა . ვფიქრობდი - ღმერთო ჩემო, სად მოვედი?! ასე იქნება ყველგან?!  “ - წერს  თავისი პირველი ემოციების შესახებ ესტონელი ტურისტი, რომელმაც  საქართველოში  ორი კვირა გაატარა და დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტით ისარგებლა. 

 

როგორც ის ამბობს, ნანახმა იმდენად შეაშფოთა, რომ მაშინვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავაშირება სცადა. ვადიმ მოლოდკოვმა    წერილი გააგზავნა შემდეგ  ოფიციალურ   მისამართებზე info.@gmail.com  contact.@kutaisi.gov.ge,   Beka.kurashvili@gmail,  მაგრამ მის მეილს  არავინ უპასუხა. სასურველი ინფორმაცია ვერც  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  ოფიციალურ ვებ -გვერდზე http://imereti.gov.ge/geo მოიპოვა, რის შემდეგაც  ის ჩვენს კოლეგას, იზაბელ მოდებაძეს დაუკავშირდა,  სთხოვა მედიას ეს საკითხი მოეკვლია.


ჩემი მიზანი არ არის ხმაურის ატეხვა.უბრალოდ, მინდა, საკუთარი  დაკვირვება გაგიზიაროთ, უკმაყოფილო ვიზიტორები რომ აღარ გყავდეთ. ტურიზმის მიმართულებით   ვმუშაობ  და ვგეგმავ, ესტონელ ტურისტებს საქართველოში გასვლითი ტურები მოვუწყო. მინდა, მათ   თავი  ბედნიერად  იგრძნონ და მოგზაურობით კმაყოფილი დარჩნენ. ეს კი შეუძლებელი იქნება, თუ კი აეროპორტის გზაზე არსებული   გზისპირა ინფრასტრუქტრა და საგზაო მონიშვნების საკითხი არ მოგვარდება.   პრობლემა  თვალნათელია, ამიტომ  ქალაქის    შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ რეაგირება, რადგან აეროპორტი  დღეს  საქართველოს კარიბჭეა, საიდანაც ასეულობით ათასი ტურისტი შემოდის და ეს გზა სირცხვილია.  “ - წერს ესტონელი ტურისტი, ვადიმ მოლოდკოვი.



 ვიდრე კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს დავუკავშირდებოდით, მანამდე ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრში, ()იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“-ში მივედით  და ამ კონკრეტული  საკითხის შეფასება ვთხოვეთ. ცენტრის პიარ-მენეჯერის თქმით, ტურისტებს  მათთვის   მსგავსი ხასიათის პრეტენზიებით  არასდროს მოუმართავთ, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ - მთელს ქვეყანაში.


ჩვენი სურვილია, ყველა სამსახურმა  თავისი პირდაპირი  ვალდებულება შეასრულოს.  ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს,  საკმაოდ ბევრია.

ვწუხვართ, მაგრამ ჩვენი სამსახურის  კომპეტენცია ამ საკითხში მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება- განაცხადა მარი დევიძემ, MDO იმერეთის  პიარისა და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა.


რადგან ეს ტერიტორია ადმინისტრაციულად  ქუთაისს არ   ეკუთვნის,  საკითხის გარკვევა  და კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გავაგრძელეთ.


როგორც წყალტუბოს მერიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია გახოკიძემ  გვითხრა, აღნიშნული    მიტოვებული  შენობები კერძო საკუთრებაა, რომლის მეპატრონეებს დემონტაჟის მოთხოვნის   წერილები   აქვთ  მერიიდან  გაგზავნილი. ქვიტირის გზაზე არსებულ მდგომარეობას კი მერიის ზედამხედველობის სამსახური კვირაში ერთხელ ამოწმებს და   მეპატრონეებს  შესაბამის რეკომენდაციების აძლევს. ‘’


მიუხედავად იმისა,რომ დღეს აეროპორტი  ქუთაისის ერთადერთი სტრატეგიული  ობიექტია, გზისპირა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  კონკრეტული სტრატეგია არ არსებობს,  საინტერესოა, მოუნდება თუა არა ვადიმ მოლოდკოვს ახალი  ტურისტული ჯგუფის ჩამოყვანა და ამ გზის თავიდან გავლა.  ვიდრე ჩვენ,  პასუხისმგებელ ორგანიზაციებსა თუ პირებს ვეძებთ, იმედია, იმერეთი პოტენციურ ტურისტებსა არ დაკარგავს.


P.S. რედაქცია სტატიაში აღნიშნული საკითხის შესახებ უფრო კონკრეტულ მოკვლევასაც აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში მოგაწვდით/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია