დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ოსკარი“ დაბინავდა...
2011/03/02 13:56:23

ოსკარების მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი ისევ ყურადღების ცენტრშია. ღონისძიება 28 თებერვალს გაიმართა ლოს-ანჯელესის კოდაკის თეატრში. ოსკარის 2011 წლის ნომინანტების გამოსავლენ საღამოსკენ მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი.  ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებას ცერემონიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წამყვანები – ენ ჰეთევეი და ჯეიმს ფრანკო უძღვებოდნენ.

კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმად ბრიტანული ნამუშევარი  „მეფის სიტყვა“  დასახელდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის, ჯორჯ მეექვსის შესახებაა გადაღებული. აღნიშნული ფილმი 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გარდა წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისა, „მეფის სიტყვის” მთავარი როლის შემსრულებელმა კოლინ ფირსმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული მოიპოვა, ხოლო რეჟისორი ტომ ჰუპერი 2010 წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა. მეოთხე ოსკარი ფილმს „მეფის სიტყვა“  დევიდ სენდლერმა მოუტანა  საუკეთესო სცენარისთვის.

საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის, ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისათვის ოსკარი ერგო ფილმს „სოციალური ქსელი - ანუ Facebook-ის შემქნელი“. ხოლო ფილმი „დასაწყისი“ შემდეგი ნომინაციების გამარჯვებული გახდა: საუკეთესო სპეცეფექტები, ოპერატიული ნამუშევარი, მონტაჟი და გახმოვანება.

წლის საუკეთესო მსახიობ ქალად ნატალი პორტმანი დასახელდა ფილმისთვის „შავი გედი“, სადაც ბალერინას როლი შეასრულა. კოლინ ფირსის მსგავსად, ნატალი პორტმანისთვისაც ეს პირველი ოსკარი იყო.

ოსკარების დაჯილდოების ცერემონია მეხუთე კლასის მოსწავლეებმა და  მათთან ერთად ამღერებულმა ოსკაროსნებმა დაარულეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია