დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ხალხის მანიფესტი“ აქტიურ ფაზაში შევიდა
2011/02/07 14:00:59

პროექტის  „ხალხის მანიფესტის“ ფარგლებში მიმდინარეობდა მონიტორინგი იმერეთის მასშტაბით. მისი ორგანიზატორები იყვნენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 31 იანვარს, 11 საათზე, ზემოხსენებულმა ორგანიზაციებმა საზოგადოებას წარუდგინეს დეკემბერში მიმდინარე მონიტორინგის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მუნიციპალიტეტებში დაკვირვების შედეგებიც.

 

პროექტი „ხალხის მანიფესტი“ მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საკრებულოთა სხდომების საჯაროობასა და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას. მონიტორინგი განხორციელდა სწორედ ამ მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იმერეთის რეგიონში მონიტორინგმა ცხადყო, რომ ინფორმაციის გამოთხოვის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ხარვეზები ისევ რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში. დაკვირვების პროცესში გამოვიდა. საკრებულოს სხდომების საჯაროობის მხრივ ხარვეზები. სხდომების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ან საერთოდ არ ვრცელდებოდა ან ვრცელდებოდა, სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

„პროექტი „ხალხის მანიფესტი“ საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა. მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკვე გავატარეთ და პროექტი ორ თვეში დასრულდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერი დაგვრჩა. თებერვალში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაიწყება საადვოკაციო შეხვედრები, რომლებზეც განიხილავენ იმ პრობლემურ საკითხებს, რომელთა მოგვარებას დაგვპირდნენ, თუმცა რეალური ნაბიჯები დღემდე არ არის გადადგმული,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის რეგიონულმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ ითანამშრომლებენ. ერთობლივი ძალებით გაგრძელდება მუნიციპალიტეტების, საკრებულოებისა და გამგეობების მონიტორინგი და დაკვირვების შედეგები პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია