დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუდამ გვახსოვდეს 9 აპრილის გმირთა გვარ–სახელი!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/09 23:12:53

 

რუსულ აგრესიასა და ოკუპაციის სურვილს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში  21 ადამიანი ემსხვერპლა.

25 წელი გავიდა და რუსული აგრესია კვლავ არ შენელებულა. ქართველთა სისხლი 2008 წლის აგვისტოშიც უხვად დაღვარა "ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა".

ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, ისეთი თანამემამულეებიც ცხოვრობენ, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობენ და საკუთარი სახლის სახურავზე რუსულ დროშას აფრიალებენ. ალბათ, ასეთ ადამიანებს და არამარტო მათ, ყველას ეზოებში, ხეებზე უნდა გავუკრათ 9 აპრილის გმირების სია ზუსტად ისე, როგორც მაშინ, რუსთაველზე აკრავდნენ ქართველი გოგო–ბიჭები ამ თავდადებული ადამიანებისადმი მიძღვნილ ლექსებს, რათა მუდამ გვახსოვდეს მათი გვარ–სახელი და არასოდეს დავივიწყოთ მათი დაღვრილი სისხლი.

აი, ისინიც, ვინც 1989 წლის 9 აპრილს როდიონოვის ჯარისკაცებმა ორლესული ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით დახოცეს!


1. ადამია აზა, 22 წლის,

2. ბაშალეიშვილი ნათია , 16 წლის,

3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის,

4. გიორგაძე ნატო, 23 წლის,

5. დოლიძე თამუნა, 28 წლის,

6. ენუქიძე თინა, 70 წლის,

7. თოიძე ნინო, 25 წლის,

8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის,

9. ლოლაძე მანანა, 33 წლის,

10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის,

11. მეტრეველი ვენერა,

12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის,

13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის,

14. ქვასროლიაშვილი შალვა,

15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის,

16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის,

17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის,

18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის,

19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის,

20. მელქაძე მანანა 23 წლის,

21. ქარსელაძე გია–25 წლის (დაიღუპა კომენდანტის საათის დროს, 10 აპრილს)

 

 

 

ცხრა აპრილის ტრაგედიას მიუძღვნეს ქართველმა მომღერლებმა ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები!", რაც კარგა ხანს ითვლებოდა საქართველოს არაოფიციალურ ჰიმნად...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია