დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკელები - ქართული ბიზნესის დასახმარებლად
2010/07/26 12:34:50

გასულ კვირას ქუთაისს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდნენ.

შეხვედრას აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგასდინიც ესწრებოდა. მან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის სტანდარტებზე და  ქართული პროდუქტის ექსპორტზე ისაუბრა. აშშ სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იმ ფაქტორებსა და დეტალებზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აკმაყოფილებდეს შტატების მოთხოვნებს და სტანდარტებს ქართული პროდუქცია. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ  სავაჭრო დეპარტამენტის ამოცანაა, დაეხმაროს საქართველოს 2008 წლის სამხედრო კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების აღმოფხვრაში. ამ პრობლემის მოგვარებაში კი მათი წარმომადგენლები პრაქტიკულ დახმარებას გაუწევენ ჩვენს აგრობიზნესს განვითარებაში და მთავრობას - პროდუქციის ექსპორტის გაზრდაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლები ქუთაისში შპს. „ფალკონს“ ესტუმრნენ, რომელიც ბალახეულ მედიკამენტებს აწარმოებს. ასევე მათ შპს. „ჰერბა“ მოინახულეს, რომელიც უკვე ერთი წელია, მწვანილის ექსპორტითაა დაკავებული.

შეხვედრა ბიზნესმენების ნაკლებობას არ უჩიოდა. ანალოგიური შეხვედრა რამდენიმე დღის წინ თბილისშიც გაიმართა, სადაც ბიზნესმენების ნაწილი არ მივიდა. ამ ფაქტის გამო კი პრეზიდენტმა მათ მიმართ საყვედური სატელევიზიო ეთერით გამოთქვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1436
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია