დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დააჩქარეთ ყალბი პასპორტები!
2010/05/24 12:39:04

გვიახლოვდება ეს არჩევნები და თანდათან დეეტყოთ ამ ჩვენ პოლიტიკოსებს გამოფხიზლება. აბჟუტურდებიან ახლა და რას არ დაპირდებიან ხალხს. ესაო და, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩვენსას რო მოვრჩებით, მერეო. მარა ვის ჯერა მაგათი, მაგენის მოსატყუებელი კპილები, კაი ხანია მეიცვალა ქაიხოსრომ და ახალი რომ ამოუვიდა, იგენიც ქე დეიძრო უკვე, ახლა იმნაირი ფაიფურის კბილები მაქვს ჩარიწკინებული, ამ კბილებსაც ვერ მოატყუებენ ვერაფრით.

ქე იცის ჩვენმა მთავრობამ, მარტო წითელ-წითელი პლაკატებით და „გასაკეთებელი კიდე ბევრიას“ ბჟოტიალით ბევრს რო ვერაფერს გახდება და გეიხსენა ძველი მეთოდები.

ამასწინათ თბილისში მივდიოდი, ჩემი სახლიკაცის მეზობელი დამედარა. კაი ჯეელი ბიჭია, მხარბეჭიანი და ქე დოუწყია მუშაობა პატრულში. ჩემეხუტა, გადამკოცნა, მომიყვა ამ მთის, იმ ბარის, მერე ვკითხე, თბილისში რაისთვის მიდიხარ-თქვა და, სანამ მეტყოდა, ქე გეიხედ-გამეიხედა იქით-აქეთ. რაშია, ბიჭო, საქმეთქვა, უფრო დავცქვიტე ყურები.

რაშია, ქაიხოსრო ბიძია, და პასპორტის გასაკეთებლად მივდივარ თბილისშიო. გამიკვირდა: კაცო, პასპორტს აქანაც ქე აკეთებენ, ქუთაისში, და იქანა რა უნდა-თქვა, ისიც გამიკვირდა, მუშაობა დოუწყია უკვე და პასპორტს ახლა აკეთებსთქვა. ხოდა, ქე ვკითხე ეს ყველაფერი.

კიდე გეიხედა-გამეიხედა და მითხრა, ჩემო ქაიხოსრო ბიძია, ახლა მე ისეთი პასპორტი გავაკეთე, უგულავას რო მივცემ თბლისში ხმას და გავამარჯვებიებო. მარტო მე კი არ ვარ ასეთიო. ჩემნაირად ახლა ახალი პასპორტები ბარეორმა გააკეთა კიდეო.

ასე ახალ-ახალი პასპორტებით ქე გეიმარჯვებს უგულავა. თან ამდენხანს რო გამოდიოდა ხელებდაკაპიწებული და იძახოდა, გასაკეთებელი ჯერ კიდე ბევრიაო, მეგონა, არიქა, საქმეზე იძახის-თქვა! არაფერი გეტკინა, ამ დროს თურმე პასპორტები არ უგულისხმებია? ეხუმრები შენ იმდენი პასპორტის გაკეთებას, მაგას რო გაამარჯვებიოს?

არსად არ გეიშვა არც მაგენის გაკეთებული საქმე და არც პასპორტები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია