დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობით დასრულებული მეზობლური ჩხუბი
2010/04/26 17:11:31

2009 წლის 9 მაისს ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე მომხდარი მეზობლური ჩხუბი ფატალური შედეგით დასრულდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ელგუჯა ლაღიძე.

ჩხუბი კი მაშინ დაიწყო, როდესაც თავისი ავტომანქანით შინ დაბრუნებულ ლაღიძეს მის ჭიშკართან მეზობელი - გიორგი ს. დაუხვდა, რომელიც ხმამაღლა იგინებოდა. ლაღიძემ მეზობელს შენიშვნა მისცა და იქაურობის დატოვება ურჩია, რაზეც პასუხად შეურაცხმყოფელი გამოთქმები მიიღო. იქ მყოფმა პირებმა გიორგი ს. გაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ელგუჯა ლაღიძე მომხდარის გასარკვევად თავად მივიდა მეზობლებთან. იქ მისულს გიორგისთან ერთად მისი ძმა ერეკლე და მათი დედა ლალი გ. დახვდნენ. საუბარი მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, რომელიც მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, გიორგი ს. სახლში შევიდა, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და მეზობლის ეზოდან ელგუჯა ლაღიძის მიმართულებით გაისროლა. ლაღიძემ ორი ჭრილობა მიიღო - ფილტვისა და ფილტვის არტერიის არეში, რის შედეგადაც ადგილზე დაეცა. გიორგი ს. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დანაშაულის იარაღიც თან წაიღო.

დაჭრილმა ლაღიძემ ადგომა და მანქანაში ჩაჯდომა შეძლო, მაგრამ ამ დროს მასთან ბიჭების დედა ლალი გ. მიიჭრა და დაჭრილის ცემა და თმების ქაჩვა განაგრძო. ლაღიძე იქვე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლალი გ. დააკავეს. მისმა შვილებმა კი გაქცევა მოასწრეს. რამდენიმე თვეში ერეკლე ს. აიყვანეს. გიორგი ს. კი დღემდე იმალება. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებელი განაჩენი გამოუტანა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლალი გ-მ და ერეკლე ს-მ ქალაქის სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ლალი გ-ს, რომელსაც ბრალი ხულიგნობაში დასდეს, ქალაქის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა აკმარა. მოგვიანებით, ადვოკატ გოჩა კილასონიას დახმარებით, საპროცესო გარიგების გაფორმება შეძლო, რის შედეგადაც დარჩენილი 3 წელი პირობით სასჯელად შეეცვალა.

ერეკლე ს-ს კი უკვე ჰქონდა ნასამართლეობა, საიდანაც 5 წლის პირობითი სასჯელი გადმოჰყვა, რასაც 4 წლითა და 6 თვით - ახალი სასჯელი დაემატა. საერთო ჯამში, მას 9 წლითა და 6 თვით მოუწევს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გატარება. სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი არ შეუმსუბუქა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია