დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელთნაკეთი აქსესუარები ქალებისათვის
2010/04/19 13:27:09

„გაზაფხულის ფერები“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს ქალის აქსესუარების საინტერესო ნიმუშებს სთავაზობს. გამოფენის ორგანიზატორის, ქალბატონი მანანა ლარცულიანის თქმით, ამ გამოფენისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდნენ, დღეს აქ წარმოდგენილია მესამე სკოლის პედაგოგის მადონა მხეიძის ხელთნაკეთი აქსესუარები, ექიმ კუსა ნოდიას ორი მარაო, მაია სამხარაძის - ქალის აქსესუარები, სალომე არაბიძის - მძივები და ნანუკა ჩხეიძის - ხელჩანთები და საყურეები. გვინდა ამ დარბაზში ტრადიციად ვაქციოთ ასეთი სახის გამოფენის მოწყობა, რადგან დამთვალიერებლის ინტერესი დიდია.“

„მე პროფესიით სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვხატავ და რამდენიმე წელია, ამ სფეროში ვსაქმიანობ. ძირითადად ვიყენებ ზამშეს, ბუნებრივ მეტალს, ქვებს და ტყავს, რომლისგანაც ქალის აქსესუარებს ვაკეთებ. აქ წარმოდგენილი მაქვს ბეჭდები, მარაო, საყურეები და ხელჩანთები,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნანუკა ჩხეიძემ.

ხელთნაკეთი ნივთების და ქალის სხვადასხვა აქსესუარების ეს გამოფენა ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში უკვე მეხუთედ მოეწყო. გამოფენის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ასეთი სახის ექსპოზიციები კიდევ მრავალი მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ძველი ტრადიციული ხელოვნების შენარჩუნებას. გამოფენა კიდევ ათი დღე გასტანს და ამ პერიოდში დამთვალიერებელს სასურველი ნივთის შეძენაც შეეძლება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია