დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას აჩუქებდით თქვენთვის ძვირფას ქალბატონს?
2010/03/09 12:11:32

ლევან გვენეტაძე, ჟურნალისტი, 22 წლის: „საყვარელი ადამიანისთვის ხატის ჩუქებას ვაპირებ.“

ბესო გაჩეჩილაძე, ინჟინერი, უმუშევარი,26 წლის: „ჩემთვის ძვირფას ქალბატონს ვაჩუქებდი ფრანგულ სუნამოს, და ყვავილებს.“

ედიშერ მიქაძე, პედაგოგი, 48 წლის: „რადგან გაზაფხულია, მეუღლეს ყვავილები უკვე მივართვი.“

დავით დანელია, ისტორიკოსი, უმუშევარი, 29 წლის: „ქალბატონს ვაჩუქებდი თეთრ ვარდებს, ჩემი აზრით, ეს უფრო მოსწონთ მანდილოსნებს.“

ნიკა გეგეშიძე, სტუდენტი, 20 წლის: „სულ მალე 8 მარტი დადგება და ამ დღესთან დაკავშირებით შეყვარებულს ვაჩუქებ ყვავილებს. მე მგონი, ეს უფრო რომანტიულია.“

ბადრი გრძელიშვილი: „საჩუქარს აუცილებლად გავუკეთებ, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია, რას.“

ირაკლი მაღლაფერიძე, ეკონომისტი, უმუშევარი, 52 წლის: „უფულობას რა ვუთხრა, თორემ ჩემს ძვირფას მეუღლეს რვა მარტს ბრილიანტის სამკაული არ უნდა ვაჩუქო? ახლა კი ყვავილებზე დამჯერდეს.“

რევაზ ბრეგაძე, ინჟინერი: 51 წლის: „საყვარელ ქალბატონს, ვაპირებ, იების კონა ვაჩუქო, რადგანაც ვიცი, რომ ძალიან უყვარს.“

ვალერი თევზაძე, სტუდენტი, 19 წლის: „რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ძვირფას მანდილოსანს ვაჩუქებდი სიყვარულს, სითბოს და ერთგულებას.“

მალხაზ მინდაძე, 45 წლის:„ვაპირებ, ყვავილების დიდი თაიგული ვაჩუქო.“

 

ნანა კუკულავა, სალომე ბებია, ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია