დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვლევის შედეგების წარდგენა
2016/03/19 20:48:45

ქუთაისის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რომელიც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში პროექტისდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ფარგლებში შეიქმნა, ჩატარდა შეხვედრა.

 

შეხვედრა ითვალისწინებდა კვლევის შედეგების წარდგენას. პროგრამაში ჩართულ თერთმეტ სათემო ორგანიზაციას წინასწარ მიეწოდათ ინფორმაცია თუ რას გულისხმობს კვლევა, კვლევების მიზნობრიობის, თვისებრივ და რაოდენობრივი მეთოდების შესახებ, ანკეტის გაფორმებისა და სტატისტიკურ პროგრამაში SPSS –მონაცემების შეყვანასთან დაკავშირებით.
საქმიანობის შემდეგ ეტაპზე კი სათემო ორგანიზაციების ლიდერებმა, ინტერვიუერებმა სამიზნე ჯგუფებში ჩაატარეს კვლევა.


კვლევის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა.


კვლევა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესწავლის გზით ხელს შეუწყობს იგპ ფინანსური დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, დევნილთა საარსებო წყაროების გამოვლენისა და მხარდაჭერისათვის მიმართული საკითხების გადაწყვეტას, ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენას შემდგომში კი მათ ლობირებას.


საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) ახორციელებს პროექტსდამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში ყველა სამიზნე ქალაქში ფუნქციონირებს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები, ქუთაისში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია