დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შემცირებებს ელოდებიან
2009/09/10 12:37:23

ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა შემცირებები იგეგმება. საკრებულომ ამ თემაზე დადგენილებაც მიიღო. თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვება და რეორგანიზაციის აუცილებლობა მერიაში ჩატარებულ ანალიზსაც მიეწერება, რომლის მიხედვით, წესით, უნდა განსაზღვრულიყო ამა თუ იმ თანამშრომლის პასუხისმგებლობის დონისა და კომპეტენციის ფარგლები. ქუთაისის მერიაში ამის გასარკვევად ჯერ კიდევ მაისში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც თავად მერიის თანამშრომლები არიან და რომელთაც ხელეწიფებათ გადაწყვიტონ, რომელი სტრუქტურული ერთეული ანდა დარჩეს, ან გაუქმდეს ქალაქის სახელისუფლო ორგანოში.

ჯგუფი თავის გადაწყვეტილებებს, ჯერჯერობით, არ ახმაურებს, თუმცა, როგორც ვარაუდობენ,  რეორგანიზაცია იურიდიულ და კონტროლის სამსახურებს შეეხება.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ გაზეთ „P.S.”-ში („პოსტსკრიპტუმში“), № 30 (511) 14 – 20  სექტემბერი, 2009 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია