საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
8 წესი, რომლებიც უნდა დაარღვიო, რომ გამდიდრდე
2015/02/14 00:10:36

ჩვეულებრივ, როცა საქმე ეხება ფინანსურ კეთილდღეობას, ტერმინს „არეულ-დარეული“ აქვს ნეგატიური ეფექტი. ამასთან, მულტიმილიონერი რობერტ შემინი თვლის, რომ მსგავსი მიდგომა შეიძლება (გახდეს წარმატების საწინდარი) წარმატების გზად იქცეს. თავის წიგნში „როგორ გამოვიდა ისე, რომ ეს იდიოტი მდიდარია და მე კი არა?“ შემინი ამტკიცებს, რომ სიმდიდრე ერგება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც მუდმივად არღვევს კეთილდღეობისთვის მისაღწევ დადგენილ წესებს, რომლებზეც კი მას სმენია.


გთავაზობთ რობერტ შემინის მიერ წარმოდგენილ 8 წესს, რომელიც ყოველმა მომავალმა მილიონერმა უთუოდ უნდა დაარღვიოს იმისათვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. წესები ავტორისთვის დამახასიათებელი უკუთვლით არის წარმოდგენილი: 


8. მანამ, სანამ ფულს დააბანდებთ, ყველაფერი საფუძვლიანად შეისწავლეთ შეცდომა რომ არ დაუშვათ. პრობლემა იმაშია, რომ შიში ხდება უმოქმედობის მიზეზი. "ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი რისკი და ამ რისკის ფასი, ისევე, როგორც ნებისმიერ უმოქმედობას" - ამტკიცებს შემინი. ხშირად ადამიანები დანაკარგის შიშით უარს ამბობენ დაკავდნენ ვაჭრობით ფინანსურ ბირჟაზე ან უძრავ ქონებაში ფულის ჩადებაზე (ბიზნეს ინვესტორები). უნდა გვახსოვდეს, რომ საწყის ეტაპზე შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც ამ დროს იღებთ, დაგეხმარებათ გაცილებით მეტი მიიღოთ მომავალში.


7. არასოდეს ითხოვო დახმარება. 


"ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან იმას, რომ პრობლემებს თავად უნდა გავუმკლავდეთ და თუ შენ ითხოვ დახმარებას, მაშინ რაღაც კარგად ვერ გაქვს", - აცხადებს შემინი. თუმცა დროულმა დახმარებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამა თუ იმ საწარმოს წარმატებაში. გახსოვდეთ, რომ დიდი ფულის გამომუშავება - გუნდური თამაშია. ადამიანი ვერ იქნება ყველა სფეროში სპეციალისტი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ დახმარების თხოვნა მიუთითებს თქვენს სიძლიერეზე: ეს ნიშნავს, რომ თქვენ მკაფიოდ აფასებთ იმ დისტნციას, რომელიც გაშორებთ მიზნისგან და საკმაო ჭკუა გაქვთ იმისათვის, რომ აუცილებელი ქმედებები შეასრულოთ და რჩევები მოძებნოთ. 

 

6. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაზეც რეკომენდაციას გიწევენ პროფესიონალები. 

 

დახმარების თხოვნა გულისხმობს „სწორ“ მრჩეველებთან მისვლას. ამასთან, ფინანსური საკითხების სპეციალისტების რჩევების მოსმენისას, დაინტერესდით რისთვის უხდიან მათ? ხშირად იმას, რასაც ფინანსური კონსულტანტები გირჩევენ, მოაქვს დიდი სარგებელი... მაგრამ არა თქვენთვის. ფული, რომელსაც მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლები იღებენ არის სწორედ ის ფული, რომელსაც თქვენ კარგავთ. ამიტომ, ყურადღებით მიუდექით იმ საკითხს, თუ ვისთან გაქვთ საქმე.


5. არ ჩადოთ ფული უცნობ სფეროებში. გაურკვეველ სფეროებში ფულის ჩადების ერთ-ერთი მაგალითია ვირტუალური უძრავი ქონების ყიდვა, მაგალითად როგორიცაა ონლაინ-თამაშში "Second Life". ადამიანები, ვინც ამ თამაშს არ იცნობენ, გაკვირვებული კითხულობენ: როგორ შეიძლება ინტერნეტში სივრცის ყიდვა და გაყიდვა, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს? თუმცა, №7 რჩევას თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს „რაღაც“ არსებობს, იზრდება და დიდ ინტერესს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი მთელ ქონებას აგროვებს ვირტუალური უძრავი ქონების გარიგებებზე. 

 

4. შეეცადეთ ფულის ჩადებისთვის სწორი დრო განსაზღვროთ.  ყოველდღე ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ფინანსური, ან უძრავი ქონების ბაზარი დავარდნილია და ახლა შესაფერისი დრო არ არის ფულის ჩადებისთვის. დიახ, ეს ასეა. იმ პირობების გათვალისწიებით, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ბევრი ფულის შოვნა 90 დღის მანძილზე. მაგრამ თუ თქვენ ფულის ჩადებას გეგმავთ ხუთი, 10, 15 ან 20 წლით, იდეაში ასეც უნდა იყოს, ამ დროის განმავლობაში ბაზარი დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე „სწორად“ შესვლას არავითარი კავშირი არ აქვს გაგებასთან "ფულის ჩადება" - ეს აშკარა სპეკულაციაა. 

 

3. ნუ ეცდებით ფულის დაბანდებას მანამ, სანამ არ გექნებათ ფულის საკმარისი რაოდენობა, ან სოლიდური კრედიტი.  ფინანსური საკითხების ბევრი ექსპერტი არ დაეთანხმება, მაგრამ შემინი დარწმუნებულია იმაში, რომ ქონების დაგროვებისათვის სულაც არ არის საჭირო კარგი საკრედიტო ისტორიის ქონა. ამერიკელებისთვის კარგი საკრედიტო ისტორია არის როგორც ალამი სააბაზანოს თავზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ კარგი საკრედიტო ისტორია შეიძლება მოგეთხოვოთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ საკუთარი კრედიტით ისარგებლოთ. ამასთან, არსებობს ბევრი სხვა მეთოდი, მაგალითად სხვა ადამიანების კრედიტით სარგებლობა.


2. ნუ ჩავარდებით ვალებში. "ადამიანები ფიქრობენ, რომ სესხი სესხია, მიუხედავად იმისა, რამდენად შეუპოვრად შრომობთ, თქვენმა ფულმა შეიძლება იმუშაოს თქვენზე უფრო კარგად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენთ მათ სწორად დაბანდებას. " - ამბობს შემინი. ბევრი ადამიანის აზრით საკრედიტო ბარათი სიბოროტეა, თუმცა ეს მთლად ასეც არ არის. კრედიტი ახდენს დისციპლინირებას, მაგალითისთვის, გადახდის საკრედიტო ფორმა წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მიიღო. განათლების მიღებისას თქვენ შეიძენთ უნარებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ არამარტო კრედიტის გასტუმრებას, არამედ კიდევ უფრო მეტის გამომუშავებას. ამ შემთხვევაში კრედიტი წარმოდგენილია კეთილდღეობის მიღწევის გზაზე გამყოლად. 


1. ყოველთვის იქონიეთ გეგმა. 

 

მაშინაც კი, თუ სკოლაში მათემატიკის საგანში ორიანი გქონდათ, საჭიროა გახსოვდეთ მხოლოდ ერთი რამ: არსებობს მოვლენების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ნულოვანი ალბათობა აქვთ, რომ ოდესმე მოხდება. ცხოვრებაში რამე ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდით? ბიზნესში შესაძლოა მოვლენები საათში მინიმუმ 8-ჯერ შეიცვალოს, ამიტომ მზად უნდა იყოთ ამისთვის - აცხადებს შემინი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ არა ერთი სათადარიგო გეგმა, არამედ მთელი ათეული. თქვენი გენერალური გეგმა, გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედებისას დინამიურად უნდა იცვლებოდეს. შესაძლოა თქვენ მოგეცეთ შესაძლებლობა, რომელიც გეგმით გათვალისწინებული არ გქონდათ, მაგრამ იყოს კარგი საშუალება მიზანთან მიახლოებისთვის. და ნუ დაგავიწყდებათ იმის შესახებ, რომ თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გზაზე აუცილებელია პრიორიტეტების სწორად დაყენება.  გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე მდიდარი ხართ და თქვენი სიმდიდრე მდგომარეობს ოჯახში, მეგობრებში, ჯანმრთელობასა და თავისუფლებაში - აცხადებს შემინი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია