დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაიყიდა...
2009/09/02 11:42:21

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით კიდევ ერთი  აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 16 ობიექტზე, აქედან 14 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა. 2 ობიექტზე კი აუქციონი არ შედგა.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აუქციონი იმერეთის სამი რაიონის ობიექტებზეც იყო გამოცხადებული. ზესტაფონის, სოფ. ილემის ტერიტორიაზე, მდ. ძირულაზე ქვიშა, ხრეშის მოპოვების გასაყიდი ფასი 442 ლარი იყო. რომელიც ფიზიკურმა პირმა შეიძინა. ტყიბულში, სოფ. კურსების ტერიტორიაზე „კურსების“ ტეშენიტის (მოსაპირკეთებელი) საბადო 24 209 ლარად გაიყიდა. მისი მფლობელი შპს X GROUP-ია. წყალტუბოში კი, სოფ. ოფურჩხეთის ტერიტორიაზე, „ოფურჩხეთის“ ტეშენიტის საბადო 11 000 ლარად გაიყიდა. იგი შპს „ჯუსტანი“-მ შეიძინა.

14 ობიექტზე  ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 231 338 ლარი შეადგინა. ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის აუქციონის წესით გაცემას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროცესად აფასებენ. მათი თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დამატებით შემოსავალს მოუტონს სახელმწიფოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია