დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ კოპალიანის გადადგომას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/13 14:35:20

ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე 58-ე სხდომაზე დღის წესრიგში არსებულ ერთადერთ საკითხს, დიმიტრი კოპლიანის განცხადებას გადადგომის შესახებ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და მერის პოსტი ოფიციალურად ვაკანტური გახდა.

“ნაციონალმა“ გია უკლებამ ახალი მერის დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობას თანამშრომლობისთვის მზადყოფნა შესთავაზა.

„იმისათვის, რომ ქალაქი არსებული ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადვართ თანამშრომლობისათვის.-აღნიშნა გია უკლებამ.

დავით გოგისვანიძის განცხადებით კი კოპალიანმა პატივი უნდა დასდოს ქუთაისს გადადგომის რეალური მიზეზები აუხსნას.

 

ვინ შეასრულებს ქუთაისის მერის მოვალეობას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია