დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლომ ბესელიას საჩივარი არ განიხილა
2009/09/01 17:11:43

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილის და ძმის ადვოკატების საჩივარი არ განიხილა.

რატი მილორავასა და სერგო ბესელიას ადვოკატები ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

ქობულეთის სასამართლომ ბესელიას შვილს – გირაო, ძმას კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ და რატი მილორავასა და სერგო ბესელიას საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან, როგორც პოლიტიკური დევნის მაგალითს.

მილორავასა და ბესელიას ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. ისინი ქობულეთის პოლიციამ 19 აგვისტოს კაფე „ელზაში“ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დააკავა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია