დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაციამ გამარჯვებულები გამოავლინა
2009/07/28 14:02:43

ამ დღეებში თბილისში რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში პროექტ „თვითმმართველობის სკოლის“ პრეზენტაცია შედგა. შეხვედრაზე რეგიონული მედიის ასოციაციის მხარდაჭერით განხორციელებული მინი-პროექტების  (გაზეთი „P.S.“, „ჩემი ხარაგაული“, „ხალხის გაზეთი“)  შეჯამებაც მოხდა. პრეზენტაციას  პროექტის მთავარი  დონორის GTZ (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროექტ „თვითმმართველობის სკოლაში“ 14  გამოცემის 14 ჟურნალისტი იყო ჩართული. ქსელის ჟურნალისტები ამზადებდნენ სტატიებს საგაზეთო ჩანართისთვის „თვითმმართველობის მეგზური“.

სტატიების მზადებისას ჟურნალისტებს საშუალება ჰონდათ კომპეტენტური კონსულტაციები მიეღოთ თვითმმართველობის თემაზე საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისგან. პროექტთან თანამშრომლობდბენ ცნობილი ექსპერტები: დავით ლოსაბერიძე, კოტე კანდელაკი, პაატა მირზიაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ალექსანდრე სვანიშვილი, დავით ნარმანია, ოთარ კონჯარია, დავით მელუა, ალექსანდრე შალამბერიძე, დავით ზარდიაშვილი.

შეხვედრის დასასრულს კი თვითმმართველობის თემაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ: ლელა დუმბაძე – გაზეთი „ბათუმელები“, ნინო ჭაბაშვილი – „კახეთის ხმა“, ნინო ჯანელიძე – „P.S.“,  ნინო კაპანაძე – „ჩემი ხარაგაული“, მაია მეცხვარიშვილი – „ახალი გაზეთი“,  ეკა კუხალაშვილი – „ახალი გაზეთი“, ნინო ცოტნიაშვილი – „ხალხის გაზეთი“. ისინი ფულადი თანხით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულთა შორისაა გაზეთ „გურია NEWS“-ის მკითხველი რუსუდან ბერიშვილი. რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ აღნიშნა, რომ 80 სტატიიდან გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან თვითმმართველობის თემაზე საკმაოდ კვალიფიციური სტატიები მომზადდა.

2009 წლის ბოლომდე პროექტის დონორების ხელშეწყობით „თვითმმართველობის სკოლის“  წარმატებული და აქტიური ჟურნალისტები გერმანიას ესტუმრებიან და თვითმმართველობის გამოცდილებებს გაეცნობიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია