საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/07 14:55:52

გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 8 მაისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ავტომშენებლის, ბუკიას, ზურაბ ჭავჭავაძის და ორახელაშვილის ქუჩებზე.

 

ქუთაისის მომსახურეობის ცენტრის ტექნიკურ სამსახურს 8 მაისს პროფილაქტიკური და სარემონმტო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტში „კპ-4“, რის გამოც, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ფიდერების „ N17“ და „ცგპ-9“ აბონენტებს ავტომშენებლის(ნაწილობრივ), ბუკიას, ზურაბ ჭავჭავაძის და ორახელაშვილის ქუჩებზე (დაახლოებით 3400 აბონენტი). ხოლო ფიდერის „კპ-4“ მომხმარებლები (დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, ხმელნიცკის ხარებავას, ჩხობაძის, ტოლბუხინის, ავტომშენებლის (ნაწილ.) და მიმდებარე ქუჩები, დაახლოებით 1300 აბონენტი) გადაყვანილი იქნებიან სარეზერვო კვებაზე, რაც მათთვის ელმომარაგების რამდენიმე წუთიან წყვეტას გამოიწვევს.


მოწოდებული ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ძაბვის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია