დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოკონკურსი „ილო“
2009/07/23 16:50:12

22 ივლისს ფოტოკონკურს „ილოს“ დაჯილდოების ცერემონიალი ლადო მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა. განსხვავებული ფორმატით – ვიწრო წრეში, ოღონდ –  თეატრალიზებულად. გამარჯვებულები ადგილობრივმა მთავრობამ სამახსოვრო საჩუქრებით და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

III ადგილზე თორნიკე ტურაბელიძე გავიდა, II-ზე – გრიგოლ ადეიშვილი, I ადგილი კი ბათუმელ გიორგი გოგიბერიძეს ხვდა წილად. პირველადგილოსანი დაჯილდოებაზე არ გამოცხადებულა. კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ თქვა, რომ გამარჯვებულს პრემიას მოგვიანებით პირადად გადასცემს.

დაჯილდოების შემდეგ ახალი წიგნის – „ილო“ – პრეზენტაციაც მოეწყო. მისი რედაქტორი­­ და შემდგენელიც კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძეა, გადაწყვეტილია, რომ წიგნის 100 ეგზემპლარს  ქართველ ებრაელებს გაუგზავნიან ისრაელში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია