დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი კალანდაძე იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებისგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს
ავტორი:
2013/08/26 12:48:02
გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კალანდაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც იყო ბრალდებული, ესმინისტრები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. "ჩემი ძირითადი მოთხოვნაა, ალასანიამ და წულუკიანმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, რადგან მათ ყველანაირად ეცადნენ სასამართლოზე ზეგავლენა მოეხდინათ. ისინი უსაფუძვლო ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს მე მივიტაცე 500 ათასი ლარი და მე მოწმეებზე ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში, ეს არის ტყუილი," – აცხადებს გიგი კალანდაძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია