დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძემ საგარეჯოში საარჩევნო შტაბი გახსნა
ავტორი:
2013/08/27 16:22:02
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს კახეთში მართავს. დავით ბაქრაძემ დღეს საგარეჯოში საარჩევნო შტაბი გახსნა და საგარეჯოს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მოგვიანებით კი, ბაქრაძე საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ჩავიდა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. დავით ბაქრაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელიც ხელისუფლებას საქმიან ოპონირებას უწევს."თქვენ გპირდებოდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი განახევრდებოდა, დაიკლებდა ბენზის ფასიც, ამბობდნენ, რომ ნახევარი ფული ვიღაცეების ჯიბეში მიდიოდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლა. შეცდომები ყველა ხელისუფლებას აქვს, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ხელისუფლებას შეცდომებზე საქმიან ოპონირებას უწევს და არა გალიებში მჯომი მოითხოვს ვინმეს გადადგომას", - მიმართა ამომრჩეველს ბაქრაძემ.დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბები იმ პრობლემების აღწერაზე იმუშავებს, რომელიც ბოლო პერიოდში მოსახლეობაში დაგროვდა. "პრობლემებია სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაწილების, ასევე სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების კუთხით. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს რამდენიმე ათასიანი კომპენსაცია მისცეს, ხოლო ვინც მათი მხარდამჭერი არ იყო, უთხრეს, რომ მათი ვენახი არ დაისეტყვა. ჩვენ მოვაგროვებთ ამ ინფორმაციას და ვეცდებით მომავალი წლის ბიუჯეტში შევიტანოთ ეს თანები", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდადტმა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დავით ბაქრაძე დღესვე საგარეჯოს რაიონის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია