დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ხალხში გასვლისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2013/08/26 12:46:02
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ხალხში გასვლისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობაზე ნაკლებად ინფორმირებულია. პრეზიდენტი პრემიერს ხალხში მასთან ერთად და დაცვის თანამშრომლების გარეშე გასვლასაც სთავაზობს და აცხადებს, რომ თავად ამის პრობლემა არ აქვს. "მე თავისუფლად დავდივარ ჩემი ქალაქების ქუჩებში და მინდა იმავესკენ მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ზედმეტი თეორიები საჭირო არ არის. აშკარად ვხედავ, რომ ინფორმაცია არ აქვს, არ არის საქმის კურსში, კონკრეტულად რა ხდება საზოგადოებაში. მოვუწოდებ მას, ჩემთან ერთად, დაცვის თანამშრომლების მინიმალურ გარემოცვაში და მათ გარეშეც, გავიდეთ ხალხში ისე, როგორც მე დავდივარ და დაველაპარაკოთ ხალხს. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და ქვეყანასაც წაადგებოდა მისი ინფორმირებულობა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ტურისტებთან გასაუბრების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ქუჩებში მეუღლესა და უმცროს ვაჟთან ერთად გაისეირნა. მიხეილ სააკაშვილმა პიაცაზე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრებთან ერთადაც ივახშმა, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით, ეტაპობრივად ბობოყვათის რეზიდენციაში ისვენებენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია