დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნატო სირიაში მომხდარ აღმაშფოთებელ თავდასხმას გმობს
ავტორი:
2013/08/28 18:17:02
ნატო გმობს სირიაში მომხდარ აღმაშფოთებელ თავდასხმას, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სირიაში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. რასმუსენის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სირიაში შექმნილი ვითარება და დამასკოში 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენება განიხილა. "ნატო-ს მოკავშირეები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სირიაში გაერო-ს ექსპერტთა გამოძიებას. მათ სინანული გამოთქვეს, რომ სირიის რეჟიმმა ვერ უზრუნველყო თავდასხმის ადგილზე მომუშავე გაერო-ს ექსპერტთა უსაფრთხოება", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ სირიის ხელისუფლება პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მსოფლიო მშვიდობას. "ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე მჭიდრო დაკვირვებას. ნატო კვლავ დაეხმარება თურქეთს და დაიცავს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია