დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებით უცხოელები დაინტერესდნენ
2012/05/11 15:48:17

დღეს სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მედიის ბოლოდროინდელი პრობლემატიკა განიხილეს. შეხვედრას ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის, ევროპარლამენტის და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიწვეული იყვნენ ცენტრალური გაზეთების რედაქტორები, 50-მდე ჟურნალისტი, რომლებიც რეგიონებში პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლაზე საუბრობდნენ.

შეხვედრას უძღვებოდა რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე.

შეხვედრას NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავაროც ესწრებოდა, რომელიც ჟურნალისტების მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიას დეტალურად იკვლევდა.

„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით, პირველი წყაროსგან მიგვეღო ინფორმაცა, რათა ზოგადად გაგვერკვია, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში თავისუფალი პრესის კუთხით,“ - თქვა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ.

შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, როგორც  რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ რამდენჯერმე გაიმართება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია