დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაჩუქარ მრიცხველებში მთავრობა ფულს გვახდევინებს“
2011/11/30 14:08:39

29 ნოემბერს პოლიტიკურმა მოძრაობამ „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მერიის თეთრ დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს ქუთაისის მოსახლეობისა და   კომპანია „დასავლეთის წყალის“ ურთიერთობაზე. მათი განცხადებით,  ამერიკელებმა პროექტ „მილენიუმის“  ფარგლებში წყლის მრიცხველები უფასოდ გადასცეს ქალაქს, ადგილობრივი მთავრობა კი სოლიდურ თანხად ჰყიდის მათ მოსახლეობაზე.

„დღევანდელი შეხვედრით, ვფიქრობ,  რომ მაქსიმალურად ამომწურავად გავარკვიეთ ეს საკითხი, რაც არსებობს მოსახლეობასა და წყლის კომპანიას შორის წყლის გამრიცხველიანებაზე, ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო, რომ ამერიკელებმა მრიცხველები გვაჩუქეს, აქ კი ჩვენ თანხას გვახდევინებენ. თუ  ასე გაგრძელდა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, სასამართლოში შევიტანოთ განცხადება.“ – განაცხადა ქუთაისელმა ქრისტიან-დემოკრატმა  დავით დვალმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია