დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ალასანია ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა
2011/11/29 14:16:39

28 ნოემბერს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ალასანია სასტუმრო „ბაგრატი-1003“-ში აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვედა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერი ვეტერანებს  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ხელი შევუწყოთ, რომ მათი ყოფა, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. გვექნება ლაპარაკი სამ თემაზე: ჯანდაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათი პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი და მესამე – განათლება. სახელმწიფო ვალდებულია, ომში დაღუპული ოჯახების ბავშვებს გაუწიოს დახმარება და უმაღლეს სასწავლებელში თავის თავზე აიღოს ამ ბავშვების სწავლების თანხა,“ – განაცხადა პოლიტიკური პარია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

პარტიის ლიდერების  სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია