დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ეს არის სახე ამ ხელისუფლების“
2011/10/31 11:48:18

ქუთაისის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა ნატო ქათამაძემ 27 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის უკან ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს მერიის უკან მდებარე ნაგავსაყრელი აჩვენა. მან აღნიშნა, რომ ეს ნაგავსაყრელი აქ თვეების განმავლობაშია. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ დასუფთავებისათვის გამოყოფილია 3 300 000 ლარი და ამ დროისათვის დახარჯული 2 461 000 ლარი. თუმცა, რესპუბლიკელის განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობა ამ თანხას არამიზნობრივად ხარჯავს.

„ქუთაისის საკრებულოს 26 ოქტომბრის სხდომის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მითითებულია, რომ დასუფთავების კუთხით გეგმა შესრულდა 99,6 პროცენტით. დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ყოველი თეთრი მიზანმიმართულად იხარჯება და ქალაქში დასუფთავების პრობლემა არ არსებობს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მერიის შენობის უკან მდებარე ეზოში, სადაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ფანჯრიდან ხედავენ, თუ როგორი ანტისანიტარიული მდგომარეობაა თვეების განმავლობაში აქ. ეს  არის სახე ამ ხელისუფლების. იქ, სადაც თავად სხედან და საიდანაც მთელი დღის განმავლობაში ფანჯრებიდან იხედებიან, ასეთი მდგომარეობაა, რა მდგომარეობა იქნება ქალაქის პერიფერიებში? მე მაინტერესებს! სად მიდის ის მილიონობით ლარი, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ნატო ქათამაძემ.

 იხარჯება თუ არა თანხა მართლაც არა მიზნობრივად, და როგორი მდგომარეობაა დასუფთავების მხრივ ქუთაისში, ამ საკითხთან დაკავშირებით  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, ლევან ჭანჭალეიშვილს მივმართეთ.

„ქალაქს ამჟამად 11 დასუფთავების მანქანა ემსახურება და ამიტომ თანხების  არამიზნობრივ ხარჯვაზე ცოტა არასერიოზულია კომენტარის გაკეთება. ახლა კიდევ ახალ ტექნიკას ველოდებით და ის მცირე ხარვეზები, რაც გარეუბნებშია, მალე აღმოიფხვრება. მერიის ტერიტორიაზე ხშირად მიმდინარეობს დაგვა-დასუფთავება, უბრალოდ, იქ ჩავარდნილი ადგილი არის, რომელსაც მოქალაქეები იყენებენ. თუკი სადმე  ხარვეზი არის, მომენტალურად მოდის ოპოზიცია და აკეთებს პრესკონფერენციას. სასიხარულოა, რომ მცირე წერტილების გარდა, მთელს ქალაქში დასუფთავება მიმდინარეობს,“ - განაცხადა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია