დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აიას“ პრეზიდენტი ფალსიფიცირებული ლიმონათის წინააღმდეგ
2013/02/07 15:35:09

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“-ს პრეზიდენტმა ამბერკი დვალიშვილმა სასტუმრო „აია“-ს დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. „აიას“ პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ქართულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული პროდუქციის, კერძოდ, ლიმონათის წარმოების შესახებ ესაუბრა.

ამბერკი დვალიშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული უალკოჰოლო დაბალფასიანი სასმელები საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან მათი დამზადებისას არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები.

„უხარისხო პროდუქტით, ფალსიფიცირებული ლიმონათით არის გაჯერებული ბაზარი. შეიცავს მომწამლავ ნივთიერებებს, მზადდება არაჰიგიენურ პირობებში და საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას. ეს სრული განუკითხაობაა. ჩვენი ცნობილი ბრენდი „აია“ წლების მანძილზე განიცდის სასტიკ დარტყმას სახელმწიფოსგან უკონტროლოდ მიშვებული კუსტარული საწარმოების აღზევების გამო,“ - განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.

„აიას“ პრეზიდენტი თვლის, რომ ქართულ ბაზარზე უალკოჰოლო სასამელებთან დაკავშირებით პრობლემა მარტო ფალსიფიკაციას არ უკავშირდება, პრობლემაა მონოპოლიური სისტემაც, რომელმაც საგრძნობლად შეუშალა ხელი არაერთ საწარმოს განვითარებაში.

„მონოპოლიურმა სისტემამ საგრძნობლად შეუშალა ხელი საწარმოს წინსვლას. სახელმწიფო არანაირ ხელშეწყობას არ ახორციელებს ჩვენს მიმართ, პირიქით, არაერთ ინიციატივას შეუშალეს ხელი მაშინ, როდესაც მსგავსი იდეების განხორციელებაში სრული თავისუფლება მიანიჭეს კონკურენტულ კომპანიებს, თუმცა მიზეზი გაუგებარია.“- აცხადებს დვალიშვილი.

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია