დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია
2013/06/19 14:00:32

2013 წლის მაისში საქართველოში საბანკო არხებით შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  114.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 188.4 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.9 მლნ აშშ დოლარით (3.2 მლნ ლარით), ანუ 1.7 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.

ამავე წყაროს ცნობით,  2013 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.2 მლნ აშშ დოლარი (20.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. ეს მონაცემი გასული წლის მაისში 9.0 მლნ აშშ დოლარს  (14.6 მლნ ლარი) უდრიდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია