დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ
2011/04/27 12:12:06

21 აპრილს ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და დააფიქსირეს თავიანთი უბნის პრობლემა. უკვე სამ წელზე მეტია, მათ დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებათ. ამასთანავე, მილები დაზიანებულია და ქუჩაში, დარსა თუ ავდარში, მუდმივად წყალი მოედინება, რომელსაც სხვადასხვა ქუჩიდან ჩამონადენი ფეკალური წყლებიც თან ერთვის. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, „დასავლეთის წყალი“ ინფორმირებულია ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ რეაგირება ჯერ არ შეინიშნება. ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ერთი წლის წინ გაკეთდა კანალიზაციის მილები, მაგრამ კვლავ დაზიანდა. აქციის მონაწილეებს მხარს უჭერდა რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

გარდა ზემოთ აღნიშნული თემებისა, ბერი თევდორეს ქუჩის გზის საფარიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აქ მცხოვრებთათვის. ისინი ყურადღებას ხელისუფლებისგან ახლა ითხოვენ და არა მხოლოდ არჩევნების დროს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია