დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გაუჩინარებული ნათია გიორგიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 15:23:37

ქუთაისში 4 წლის წინ გაუჩინარებული ნათია გიორგიძის საქამის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. გიორგიძის მეგობრები, სამართალდამცავები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან  ნათია გიორგიძის საქმის გამოძიებას ითხოვენ.


ნათია გიორგიძე 2010 წელს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ბოლოს ის მდინარე რიონის სანაპიროზე ნახეს, სადაც მოგვიანებით მისი პირადობის დამასტურებელი დოკუმენტი  იქნა ნაპოვნი.


არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც 19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ვარაუდის მიზეზს საბერძნეთიდან ერთერთი ქართველის მიერ განხორციელებული ზარი იძლევა. ქალბატონი მაშინ აღნიშნავდა, რომ საბერძნეთში იმყოფებოდა ქართველი გოგონა ნათია გიორგიძე, რომლის დანაწევრებასაც აპირებდნენ. გიორგაძის დახმარებასაც ხელისუფლებას სთხოვდა. თუმცა მოგვიანებით ზარის ავტორიც 2 დღეში  დაიღუპა.

 

სამართალდამცავი ნიკა მემანიშვილის განცხადებით, 2010 წლიდან საქართველოდან 631 ადამიანი გაუჩინარდა, აქედან 62 ბავშვია. რომელთა საქმეებიც ამ დრომდე გამოუძიებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია