დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილმა ახალი მინისტრი წარადგინა
2013/07/16 17:12:15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი მინისტრი - თამარ სანიკიძე წარუდგინა.  თამარ სანიკიძე, რომელსაც  მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა,   სამინისტროს მიერ განხორციელებული  ყველა  ახალი პროექტის თანაავტორია.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე მოკლედ შეაჯამა მინისტრობის პერიოდი და ჟურნალისტებს  რვა თვის განმავლობაში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო.

სისტემის დეპოლიტიზაცია;

  • მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასები (2013 წლიდან მასწავლებლს შრომის ანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ  60-205 ლარით გაიზარდა);
  • პირველი სექტემბრიდან სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის 15 000-მდე თანამშრომელი  40%-45%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს;
  • სასკოლო ავტობუსები (სასკოლო ავტობუსით საქართველოს მასშტაბით 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლეა უზრუნველყოფილი);
  • უფასო სახელმძღვანელოები (წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღებს  სახელმძღვანელოებს);
  • შემუშავდა პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტრატეგია;
  • შეიქმნა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელი (15 000 პროფესიული სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს);
  • ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება;
  • ინტენსიურად მიმდინარეობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამები.
  • იწყება პროფესიული ორიენტაციის კომპონენტის დანერგვა სკოლებში და დაგეგმილია პროფორიენტაციის კომპონენტის გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში;
  • გაიზარდა და გათანაბრდა პროფესიულ სასწავლებელთა პედაგოგების ხელფასი;
  • მიმდინარეობს სტანდარტებზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მოკლევადიან კურსებს გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები ჩაანაცვლებს;
  • შემუშავდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია;
  • 6 მილიონი ლარი ჩაიდო რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულების სასწავლებელთა განვითარებისათვის, პროექტი UNDP-ისთან ერთად ხორციელდება;
  • სტუდენთა გაზრდილი დაფინანსება (2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს;

გაორმაგდა შემდეგი მიმართულებების დაფინანსება:

  • 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიურიმოცულობა  (საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება);
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა;
  • მაგისტრანტების დაფინანსება;
  • „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი;
  • წელს პირველად დაფინანსდა დოქტორანტურა;

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია - სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 ახალი სკოლა აშენდება, 600 საჯარო სკოლა გაივლის რეაბილიტაციას.

  • საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს 140 მლნ დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა. თანხა მოხმარდება როგორც ზოგად, ისე პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, კომპაქტის ფარგლებში დაფუძნდება ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში;
  • განხორციელდა უმაღლესი სასწავლებელების რეფორმა, რის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა, საზოგადოებრივი ქონების დაცვის მიზნით, ასევე პროფესურის ანაზღაურების გაზრდა;
  • ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ინსტიტუტი;
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია