დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/04 13:03:26

 

სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტრო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) გამართვდა აღჭურვა. ამ ეტაპზე, დასრულებულია 163 საწოლზე გათვლილი შენობის რეაბილიტაცია და  მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის პროცესი.

 

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგნლებთან ერთად კლინიკას ეწვივნენ,   კლინიკის აღჭურვის მიზნით სამინისტროს მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ტექნიკას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

 

საუნივერსიტეტო კლინიკა სრული დატვირთვით 2015 წლის დასაწყისში ამოქმედდება, რაც დადებითად აისახება როგორც ჯანდაცვის სფეროზე, ისე სწავლის და კვლევის ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რაც სამედიცინო პროფილის პროფერსიონალების მომზადებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

 

კლინიკის ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტის 2000-მდე სტუდენტი სალექციო კურსს და სტაჟირებას გაივლის ვინაიდან, კლინიკის დიდი ნაწილი სწორედ, სასწავლო აუდიტორიებს უჭირავს. ასევე, 163 საწოლზე გათვლილ კლინიკაში   500 თანამშრომელი,  206 პროფესორი და ექიმი დასაქმდება.

 

 

საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას,  პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში მომავალი დასაქმების და წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია