დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თსუ-ს რექტორის თანამდებობა ვაკანტურია
2013/06/12 19:12:37

თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. უცვლელად გთავაზობთ აკადემიური საბჭოს დადგენილებას.

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლების შესახებ 



საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი 2013 წლის 12 ივნისის №16696/02  განცხადების საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის  განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, 
სრული პროფესორი              

 

 

ნ.ბ.                                             

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია