დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას ევროსაბჭო აფასებს
2013/03/29 00:11:13

ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრი (Language Policy Unit)   საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყენებული სტრატეგიას პოზიტიურად აფასებს.  

 ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრმა (Language Policy Unit)  2012-13  წლებში  წევრი  ქვეყნების დაწყებითი  საფეხურის  ეროვნული  სასწავლო  გეგმების  შედარებითი  ანალიზი  ჩაატარა.   ანალიზის  მიზანი  იყო  იმის  დადგენა,  თუ  როგორ  და  რა  ფორმით  აისახება  მრავალენონავი (პლურილინგვული)    განათლების  ხელშემწყობი  მექანიზმები  ეროვნული  დონის  სასწავლო გეგმებში. ანგარიშში საქართველოში გამოყენებული სტრატეგია ხაზგასმულია და პოზიტიურად არის შეფასებული. 


როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი,  საქართველოს  ეროვნულ  სასწავლო  გეგმაში  გამოყენებული  სტრატეგია,  რომელიც  ცენტრმა პოზიტურად შეაფასა,  ენების სტანდარტებს ყოფს არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. ამგვარი მიდგომა, რომელსაც  ანალოგი  არ  ეძებნება  სხვა  წევრი ქვეყნების სასწავლო გეგმებში, კარგ საშუალებას იძლევა კონკრეტული კლასის მოსწავლეთა ენის ფლობის რეალური დონის გასათვალისწინებლად. ასეთი სტრატეგია  მოქნილს ხდის ენების სწავლებას.

ანგარიშში, ასევე,   აღნიშნულია,  რომ  წევრი  ქვეყნების  ეროვნულ  სასწავლო  გეგმებში ცალკეული ენის სწავლების ამოცანები უმეტესწილად განიხილება ავტონომიურად,  საქართველოს  ეროვნული  სასწავლო  გეგმა  კი  იმ  პოზიტიურ  გამონაკლისებს მიეკუთვნება,  რომლებმაც  ენების  სტანდარტები  ერთიან  კონცეპტუალურ  ჩარჩოში მოაქციეს და  თითოეული მათგანისათვის საერთო კომპეტენციები გამოკვეთეს.  ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრის  აზრით, ამგვარი  სტრატეგია  ხელს  უწყობს საერთო  სასწავლო  ამოცანების  გამოვლენასა  და   ერთ ენაზე  მიღებული  გამოცდილების  მეორე  ენაში  გადატანას.  ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს  საგნობრივი  კარჩაკეტილობის  დაძლევასა  და  სხვადასხვა ენის ათვისების პროცესებს  შორის  ხიდების  გადებას.

„სწორედ  აქედან  გამომდინარე,  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  საქართველოს  ეროვნულ სასწავლო  გეგმაში  ჩადებული  თანამედროვე  სტრატეგიების  განხორციელებას  სწავლა-სწავლების  პროცესში,  რათა  რეალურად  მოხდეს  მოსწავლეთა  ენობრივი  კომპეტენციების ამაღლება  და  გაუმჯობესება“ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია