დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უწიგნობა
2009/09/21 13:15:32

სას­წავ­ლო წლის ყვე­ლა­ზე პრობლე­მურ კვი­რად 14-21 სექ­ტემბერი იქ­ცა.  სა­ჭი­რო წიგ­ნების გა­­თა­ვებელი ძებნა  ჯერ არ დას­რუ­ლებულა. 

მოს­წავ­ლეების ნა­წი­ლი უწიგ­ნო­და­ა, ან ნათხოვა­რი სახელ­მძღვა­ნე­ლო­თი მე­ცა­დი­ნეობს. 

 

მა­ღალ­ კლა­სებში სას­კო­ლო წიგ­ნების სრუ­ლი კომ­პლექ­ტის შე­სა­ძე­ნად 200 ლა­რამ­დეა სა­ჭი­რო.

„მე-7 კლა­სის სახელ­მძღვა­ნე­ლოს ვყიდი 3-4 ლა­რად, რომ შვილს მე-8 კლა­სის წიგ­ნები ვუყიდო, მაგ­რამ ჯერ ვერ გავყიდე. ჩვენ ნახმარ წიგ­ნებს ია­ფად ვყიდით, ვაჭ­რები კი  ძვი­რად ყიდი­ან,“ - გვიყვება ენ­ძე­ლა ახვლე­დი­­ნი. 

„ყვე­ლა­ზე ძვი­რი მე-7, მე-9, მე-10,  მე-11   კლა­სის წიგ­ნებია, მათ კი­დევ თა­ვი­სი რვე­უ­ლები მოჰყვება. წელს მთლი­ა­ნად შეც­ვლი­ლია მე-4, მე-7 და მე-10 კლა­სის სახელ­მძღვა­ნე­ლოები,“ - გვარ­კვევს წიგ­ნებით მო­ვაჭ­რე, „საქ­წიგ­ნის“ მა­ღა­ზი­ის ყოფი­ლი გამ­გე ეთერ ციცხვა­ია.

წიგ­ნების პრობლე­მა რომ გა­და­უჭ­რე­ლია, ამას 38-ე  საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ვი ჯავახაძეც ადას­ტუ­რებს: „ ავან­გარ­დის, ანუ სულხან-საბას  და­სახლებაში, მეტ­წი­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და უმუ­შე­ვა­რი ხალხი ცხოვ­რობს, ზე­და კლა­სებში სახელ­მძღვა­ნე­ლოების მთლი­ა­ნი კომ­პლექ­ტი რომ შე­ი­ძი­ნონ, 200 ლა­რი არ ჰყოფ­ნით და ვერ ყიდუ­ლობენ. გა­მო­დის, რომ ბავ­შვი წიგნს მოსწყდა. ჩვე­ნი რე­სურ­სით მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ სკო­ლა­ში ერ­თი წიგ­ნი მა­ინც დავ­დოთ.“

ამა­ზე მე­ტის გა­კე­თება, დი­რექ­ტო­რის თქმით, სკო­ლას აღარ შე­უძ­ლი­ა, რად­გა­ნაც ვა­უ­ჩე­რი მას­წავ­ლებლის ხელ­ფას­სა და კო­მუ­ნა­ლურ ხარჯებს თუ სწვდება. მათ კი, ვინც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­ნი არი­ან,  სი­ღა­ტა­კის ზღვარს უახლოვ­დებიან და ოდ­ნავ და­აკ­ლდათ სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა, წიგ­ნების პრობლე­მა გა­და­უჭ­რე­ლი რჩებათ, “- აღ­ნიშნავს გი­ვი ჯავახაძე.

სა­მე­ცა­დი­ნო მა­სა­ლა იმ­დე­ნად დი­დი­ა, რომ მი­სი დაქ­სე­როქ­სება სიძ­ვი­რის გა­მო აზრს კარ­გავს. მი­სი ფა­სი წიგ­ნის ღი­რებულებას ბევ­რად გა­და­ა­ჭარბებს.

38-ე საჯარო სკო­ლის მე-3-ბ კლა­სის დამ­რი­გებელ­მა და­ლი კა­კა­­რი­ძემ აგ­ვიხსნა, რომ ქარ­თულ­საც და მა­თე­მა­ტი­კა­საც სამ-სა­მი სა­ში­ნაო და საკ­ლა­სო რვე­უ­ლი მოჰყვება, ასევე შე­სა­ძე­ნია ბუნების, სახვი­თი ხელოვ­ნების წიგ­ნები, მუ­სი­კის რვე­უ­ლი, ტეს­ტი­რებების წიგ­ნები კი 5 და 7 ლა­რი ღირს.

თუმ­ცა ყვე­ლა სა­ჭი­რო წიგ­ნის შოვ­ნა მა­ინც შე­უძ­ლებელი­ა, წიგ­ნის ბაზ­რობაზე მშობლები ძა­ლი­ან ხში­რად ეძებენ  რა­უნ­და­ფის იგ­ლი­სუ­რი ენის სახელ­მძღვა­ნე­ლოს, ხუციშ­ვი­ლის მა­თე­მა­ტი­კას, მე-5 კლა­სე­ლებისათ­ვის ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და მა­ი­სა­ი­ას სახელ­მძღვა­ნე­ლოებს.

ოჯახის შე­საძ­ლებლობებში, სას­კო­ლო სახელმძღვა­ნე­ლოების გარ­და, კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და თვალ­სა­ჩი­ნოების ად­გი­ლი აღარ რჩება.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად­ღი­რებულ წიგ­ნთა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მე-9 და მე-10 კლა­სის გე­ოგ­რა­ფი­ის სახელ­მძღვა­ნე­ლო­ა, მი­სი ფა­სი კი 20-25 ლა­რია. პე­და­გოგ­თა კავ­შირ       „გა­ნათ­ლება და სამყაროს“ თავმჯდო­მა­რე  ნა­ნუ­ლი რა­მიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ დევ­ნილ­თა ?6 სკო­ლა­ში შეც­ვლი­ლი პროგ­რა­მის გა­მო 7-10 კლა­სის სახელ­მძღვა­ნე­ლოები  ჯერ კი­დევ არ აქვთ, რაც შეეხება მე­ო­რად წიგ­ნებს,  მი­სი თქმით, ხშირ შემთხვე­ვა­ში ისი­ნი უხარისხოა.

ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­სობრი­ვი უწიგ­ნობის ფონ­ზე ნორ­ვე­გი­ის ლტოლ­ვილ­თა საბჭოს დახმა­რებით იმას ახერხებს, რომ დევ­ნილ­თა სკო­ლების ბიბლი­ო­თე­კა­ში შე­ი­ტა­ნოს სა­ჭი­რო წიგ­ნები, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­გა­ლი­თად,  უცხო  სიტყვა­თა  ლექ­სი­კო­ნი, გან­მარ­ტებითი, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნები, ატ­ლა­სები და მაგ­ნი­ტუ­რი ანბანები.

მარ­თა­ლი­ა, თი­თო­ე­ულ ბავშვს აქვს უფ­ლება, იყოს სო­ცი­ა­ლუ­რად და­ცუ­ლი და სახელ­მწი­ფომ სა­ა­მი­სოდ მი­ი­ღოს აუ­ცი­ლებელი ზო­მები, მაგ­რამ ვიდ­რე სახელმ­წი­ფო ამას მოახერხებს, ამ საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა სა­ზო­გა­დოებას შე­უძ­ლია.

ბავ­შვის სი­ღა­რიბის შემ­ცი­რება თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­­გა­ნის პა­სუხის­მგებლობაა, სწო­რედ ამი­ტო­მაც, თუ­კი ისე­თი სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლო მო­გე­პო­ვებათ, რო­მე­ლიც წელს რო­მე­ლი­მე კლა­სის მოს­წავ­ლეს გა­მო­ად­გება, მი­სი შეგ­რო­ვების კამ­პა­ნია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამ კამ­პა­ნი­ას ქუ­თა­ის­ში  ორ­გა­ნი­ზებას „ქუ­თა­ი­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი“ 25 სექ­ტემბრი­დან გა­უ­წევს. ცენ­ტრის პროგ­რა­მების დი­რექ­ტო­რი გია ცა­ცაშ­ვი­ლი ამბობს, რომ ეს იქ­ნება ხან­გრძლი­ვი კამ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში გაგ­რძელ­დება და მას­ში შე­საძ­ლოა გა­ნათ­ლების რე­სურს-ცენ­ტრი და თვით­მმარ­თვე­ლობაც ჩარ­თონ. ასე­ვე ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებში აქ­ცენ­ტირ­დება ის პრობლე­მაც, რომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მები არას­ტაბილუ­რია და გა­სუ­ლი წლის სახელმ­ძღვა­ნე­ლო მო­მავლ წელს გა­მო­უ­სა­დე­გა­რია.

„ქუ­თა­ი­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი ხვი­ჩა ვა­შაყმა­ძე აზუს­ტებს, რომ არა­მარ­ტო სას­კო­ლო წიგ­ნების შეგ­რო­ვება და­იწყება, არა­მედ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და თვალ­სა­ჩი­ნოებების: „იმ დროს, რო­ცა მოს­წავ­ლეების დიდ კონ­ტი­ნგენტს წიგ­ნები არ შე­უ­ძე­ნი­ა, ეს კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და მას ორ­გა­ნი­ზებას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­წევთ“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია