საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბაღებში რეგისტრაციის წესი იცვლება, პრიორიტეტი 3 კატეგორიას მიენიჭება
2015/06/11 13:11:33

განათლებისა და კულტურის კომისიამ ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის წესი  განიხილა. განხილვისას რეგისტრაციის პირობები დარეგულირდა, რომლის თანახმადაც  ბაგა -ბაღებში რეგისტრაციისას პრიორიტეტები განისაზღვრა,- ამის შესახებ პორტალ  “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის  თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა.

 

საკრებულოს მიერ შემუშავებული წესის თანახმად, რეგისტრაციისას პრიორიტეტი  რამდენიმე კატეგორიას მიენიჭება.

 

„ჩვენ შევიმუშავეთ რეგისტრაციის წესი და ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლითაც რეგისტრაცია მოხდება. ჩვენ მოსახლეობის რამდენიმე კატეგორია გამოვყავით, რომელთაც რეგისტრაციისას პრიორიტეტი მიენიჭებათ. პირველ ყოვლისა, უპირატესობა მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან  და ბენეფიციარები არიან. იქნება ეს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, ძალადობის  მსხვერპლი ქალების შვილები თუ სხვა სოციალური შეჭირვების მქონე მოსახლეობა,  რომელიც სწორედ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარია. პრიორიტეტით  ისარგებლებენ ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები,  კიდევ ერთი კატეგორია იქნება პრიორიტეტული, ჩვენ პრაქტიკის შეჯერების  საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ უპირატესობა მიენიჭოს ასევე იმ ოჯახებს, რომელთა  ერთი ბავშვიც უკვე დადის ბაგა-ბაღში. ანუ თუ ბავშვის და ან ძმა კონკრეტულ ბაღში  დადის, მათ მიენიჭებათ პრიორიტეტი, რომ ორივე ბავშვი ერთ ბაღში სწავლობდეს. ეს  მშობლებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას, რომ მათ სამსახურში წასვლამდე 2  სხვადასხვა ბაღში არ სჭირდებოდეთ ბავშვების დატოვება. ამის შემდეგ დარჩენილი  ადგილები გადანაწილდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც სურვთ ბავშვები საჯარო ბაგა-ბაღებში მიიყვანონ“, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

 

თამარ ტალიაშვილი აგრეთვე ბაღებში ევროპული სტანდარტის მიხედვით ჯგუფში  ბავშვების რაოდენობის განსაზღვრის წესსაც შეეხო. მისი თქმით, ბაღის ჯგუფებში 45 და  50 ბავშვის ნაცვლად 25-30 ბავშვი იქნება. სიახლეა ბავშვთა მიღების რიცხვის  მატებასთან დაკავშირებითაც. 

 

ტალიაშვილის თქმით, თუ ერთი წლის წინ თბილისის ბავშვთა ბაღებს, ჯამში, 49 700  ბავშვის მიღების საშუალება ჰქონდა, წელს ეს რიცხვი 54 000-მდე გაიზარდა. იზრდება  საბავშვო ბაღების რაოდენობაც, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, ამ  დროისთვის 10 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, აქედან 4 კი ექსპლუატაციაში  წლის ბოლომდე შევა. მისივე განმარტებით, ყველაზე მეტად ბაღების დამატების  საჭიროება ნაძალადევის, ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონებს აქვთ.

 

წყარო: http://geonews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია