დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების საკითხები და ქართული მედია
2012/08/18 09:13:40

 

 მედიის განვითარების ფონდმა წარმოადგინა მონიტორინგის შედეგები თემაზე: „განათლების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში,“  რომლის ფარგლებშიც დაკვირვება განხორციელდა  6  ტელევიზიის ( „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „მე–9 არხი“)  მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და 5 გაზეთის ( „კვირის პალიტრა“, „ასავალ–დასავალი“, „ქრონიკა“, „ალია“, „რეზონანსი“) მასალებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული მედია განათლების საკითხებით საშუალო სიხშირით ინტერესდება. ამასთან, ტელევიზიებში, ეს ინტერესი, ძირითადად, სფეროში მომხდარი ახალი ამბებით შემოიფარგლება. ტელევიზიებში, ისევე, როგორც გაზეთებში შეინიშნება ერთი და იგივე თემების გაშუქების ფაქტები, კონკრეტული თემებისადმი, ერთი მხრივ – კრიტიკული მიდგომის დეფიციტი, მეორე მხრივ კი – გადაჭარბებული კრიტიკულობა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზიები თემების გაშუქებისას ტენდენციურები იყვნენ. ხშირად ხდებოდა ისეც, როცა სიუჟეტებში მეორდებოდა კადრები, ინფორმაციის წყაროები თუ სინქრონები. ძირითადად, ეს იმ სიუჟეტებში შეიმჩნეოდა, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას აშუქებდა. კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს კადრები და ინტერვიუების ნაწილი, ტელევიზიებს ხელისუფლების პრეს-სამსახურებმა მიაწოდეს, თუმცა, ეთერში გასულ არც ერთ ასეთ კადრს ამის აღმნიშვნელი წარწერა არ ახლდა.რაც შეეხება პრესას . მონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზეთებში დაბეჭდილი მასალები, ტელევიზიებთან შედარებით, კრიტიკულობით გამოირჩევიან. ძირითადი შენიშვნები, რომელიც კვლევის ავტორს პრესის მიმართ აქვს არის ის, რომ ზოგჯერ დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, სტატიების შინაარსები არ პასუხობენ სათაურებს და რომ ფოტო, რომელიც გაზეთის ვიზუალური აღქმის ერთ-ერთი მთავარი საშუაალებაა, ქართულ გაზეთებში, ხშირად, იგნორირებულია.

 

„შეიძლება ითქვას, რომ ქართული მედია, როგორც სატელევიზიო, ისე - ბეჭდური, საჭიროებს მეტ მუშაობას, მნიშვნელოვანი თემის შერჩევის, მრავალფეროვანი წყაროების მოძიების, ბალანსის დაცვის თვალსაზრისით. ტელევიზიებმა უნდა ეცადონ, საინფორმაციო გამოშვებები არ დატვირთონ გრძელზე გრძელი სიუჟეტებით; გაზეთები უნდა გახდნენ უფრო გამომსახველობითი – მასალების შინაარსის გარდა, ყურადღება ფოტოუზრუნველყოფასაც მიაქციონ. ერთ–ერთი მთავარი სურვილი კი, მედია საშუალებების მიმართ, მათი მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვაა. ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ისეთი სფეროს გაშუქებისას, როგორიც განათლებაა“- ასე აჯამებს კვლევის ავტორი მონიტორინგის შედეგებს.

 

კვლევა, რომელიც  2012 წლის 15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში განათლების თემაზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ტელეეთერით გადაცემულ სიუჟეტებს ეხებოდა, ჩაატარა ჟურნალისტმა მაკა ჯაიანმა პროექტის – „მედია მონიტორინგი – პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია