დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა დაინერგა
2011/10/17 12:31:04

ახალი სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღებში განახლებული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა დაინერგა. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. თავდაპირველად პროგრამა დედაქალაქის ბაღებზე განხორციელდა. დავინტერესდით, რამდენად გავრცელდა ეს პროგრამა რეგიონებში.

 

როგორც შევიტყვეთ, 2011 წელს ქუთაისის ბაგა-ბაღებში სწორედ ამ სისტემით შეუდგნენ მუშაობას. ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთოდ-კაბინეტის ხელმძღვანელმა ნუნუ ფერაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია ბაღების აღსაზრდელთა განვითარებისათვის. იგი ადრეულ ასაკში ბავშვთა სწავლისა და განვითარების სტანდარტებზეა მიმართული.

ამ პროგრამაზე მეცნიერების გარკვეული ჯგუფი მუშაობდა, მათ შეხვდნენ ქუთაისის ბაგა-ბაღების 74 ფილიალის უფროსი და მეთოდისტები, რომელთაც სათანადო ტრენინგები გაიარეს.

აღნიშნული პროგრამის დახმარებით ყველა ბაღში შეიცვალა სწავლების სისტემა,სტრატეგიები და სტანდარტებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა შესაბამისი ძირითადი ცენტრები (მათემატიკური მანიპულაციების, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების, ხელოვნების მიმართულებით).

„ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ხელშეწყობით და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, შეძლებისდაგვარად შევიძინეთ საჭირო ინვენტარი, ენციკლოპედიები, სამუშაო რვეულები, სურათები, ფერები და წიგნები „წელიწადის დროები“, რაც ბავშვის განვითარებისათვის არის საჭირო. ამ პროგრამაზე გადასვლამდე შეიცვალნენ ბაღის ხელმძღვანელები და პენსიონერი თანამშრომლები, ამიტომ ძირეული ცვლილებები კოლექტივებში საჭირო აღარ გახდა,“ - განაცხადა ნუნუ ფერაძემ.

დავინტერესდით კონკრეტულად გვენახა, თუ როგორ გადავიდნენ ბაგა-ბაღები ახალ პროგრამაზე. როგორც ჩემმა რესპონდენტებმა მითხრეს, აღნიშნული პროგრამა წარმატებით ხორციელდება და წინსვლებსაც ელოდებიან.

თათია ჩხეიძე, 32-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი: „ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის მიხედვით, ჩვენს ბაღში მოხდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებები, შეიცვალა დღის რეჟიმი, როგორც აღსაზრდელების, ასევე მასწავლებლებისათვის. დილის 09:30 წუთიდან 17:30 წუთამდე მასწავლებლები შესვენების გარეშე ატარებენ გაკვეთილებს, მათ მეთოდისტები ესწრებიან, რომელთაც სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რაც შეეხება სასწავლო ინვენტარს, მივიღეთ სხვადასხვა წიგნები, მაგიდები, ენციკლოპედიები, ფერები და ა.შ.  ველოდებით ასევე საწოლებს და სხვა ინვენტარს. სტანდარტსზემოთ მომხასურების სახით მშობლებს ჩვენ შევთავაზეთ ინგლისური ენის  სწავლება, რომელიც დამუშავების პროცესშია. განსაკუთრებული მათემატიკური წრეების შექმნა ჩვენთან არ მომხდარა, რადგან კვირაში ორჯერ ტარდება მათემატიკის გაკვეთილები და საკმაოდ წარმატებულად,“ - განმარტა თათია ჩხეიძემ.

მისივე თქმით ბაღში გამართულ ღია გაკვეთილებს ხშირად ესწრებიან სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები, რომლებიც კმაყოფილები არიან  სკოლამდელი ასაკის ბავშვების საბაზისო ცოდნით.

ბაგა-ბაღების გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გაერთიანებაში არ ადასტურებენ და არც განიხილავენ სამომავლოდ. გადასახადი 24 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 ლარს ადგილობრივი მმართველობა და ბიუჯეტი ფარავს, ხოლო მშობელს თითოეულ ბავშვზე 12 ლარის გადახდა უწევს.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელშეწყობით, სამომავლოდ დაგეგმილია მასწავლებლების ტრენინგები, რაც გაერთიანების ხელმძღვანელთა აზრით წინ წასწევეს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.

 

ნინო ჩიტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია