დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული გამოცდების მაქსიმალურ-მინიმალური ქულები და დრო უკვე დადგენილია
2015/03/18 17:09:48

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი,  2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მინიმალური ქულის და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის გადაწყვეტილებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 80 ქულიანი იქნება, საიდანაც  21 ქულა მაინც უნდა მოაგროვოს აბიტურიენტმა, თუ უნდა რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გამოცდის ხანგრძლივობა  4 საათია.

ზოგადი უნარების ტესტიც  80 ქულისგან შედგება, გამსვლელი მინიმალური ქულა 24-ია. ზოგადი უნარების გამოცდის ვერბალური ნაწილი 1 სთ. და 30 წთ.  გრძელდება, მათემატიკური ნაწილი კი 1 სთ. და 30 წთ.

უცხოური ენების გამოცდა  100 ქულისგან შედგება, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა  21 -ია. უცხო ენის გამოცდის შესასრულებლად აბიტურიენტს ეძლევა 2 სთ. და 30 წთ.
ლიტერატურის გამოცდა 80-ქულიანია, საიდანაც გამსვლელი - 21 ქულაა. ლიტერატურის გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია.

მათემატიკა 59-ქულიანია, საიდანაც გამსვლელი 15 ქულაა. მათემატიკის გამოცდის წერისთვის 3 სთ. და 30 წუთია გამოყოფილი.

ისტორიის გამოცდა 70-ქულიანია. აბიტურიენტმა მინიმუმ 18 ქულა მაინც უნდა მოიპოვოს ისტორიაში, თუ უნდა რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.  ისტორიის გამოცდა  2 სთ. და 30 წთ გრძელდება.
გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა 60-ია, აქედან გამსვლელი 16 ქულაა. გეოგრაფიის გამოცდა გრძელდება 2 სთ. და 30 წთ.

ბიოლოგია 75 -ქულიანია, აქედან გამსვლელი 19 ქულაა. გამოცდის ხანგრძლივობა 2 სთ. და 30 წთ-ია.
ქიმია 75-ქულიანია, აქედან გამსვლელი 19 ქულაა. გამოცდის ხანგრძლივობა 3 სთ. და 30 წთ-ია.

ფიზიკის გამოცდა 75 ქულისგან შედგება, აქედან მინიმუმ 19 ქულა მაინც უნდა აიღოს აბიტურიენტმა, თუ უნდა, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ფიზიკის გამოცდა 3 სთ. და 30 წთ. გრძელდება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულა 42-ია. როგორც წესი, ის სტუდენტები იუმჯობესებენ გრანტს, ვინც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. სტუდენტთა საგრანტო გამოცდა 2 სთ. და 30 წთ. გრძელდება.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი 70-ქულიანია, აქედან გამსვლელი 18 ქულაა. გამოცდა 3 სთ. და 30 წთ. გრძელდება.

სამოქალაქო განათლება 60-ქულიანია, აქედან გამსვლელი 16-ია. გამოცდისთვის განსაზღვრულია 3 საათი.

აფხაზური ენის მაქსიმალური ქულა 8ო-ია, აქედან გამსვლელი 21-ია. აფხაზური ენის გამოცდისთვის გამოყოფილია 4 საათი.

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა დააგროვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც პირველადი შედეგებით ზღვარი ვერ გადალახეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა.

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 17 მარტს სრულდება. 16 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია: 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 ათასზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 8 ათასამდე კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია