დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი სიგუა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს
ავტორი:
2013/08/26 12:03:02
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი სიგუა ზიმბაბვეში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომისიის ვიცე-თავმჯდომარის რანგში წარადგინეს. ორგანიზაციამ, ღონისძინების ფარგლებში, ევროპის რეგიონში მიმდინარე ძირითადი ტურისტული მოვლენები შეაჯამა და დამსწერე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. ასამბლეა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და წამოადგენს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირები ესწრებიან. ცერემონიას ზიმბაბვის პრეზიდენტი რობეტ მუგაბე, ზამბიის პრეზიდეტი რუპია ბანდა, ამ ქვეყნების ვიცე-პრეზიდენტები და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მდივანი ტალებ რიფაი დაესწრნენ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, 24-29 აგვისტოს ზიმბაბვესა და ზამბიაში რიგით მე-20 ასამბლეას მართავს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია