დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
33 ქართული გაზეთი დაკვირვების ქვეშ
2012/08/21 19:03:00

33 ქართული გაზეთი დაკვირვების ქვეშ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, მონიტორინგი გავრცელება იმ გაზეთებზე, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება. სულ 33 გაზეთი სახელდება, რომელთაც კომისია დააკვირდება.ესენია: „დუშეთის მაცნე“, „აჭარა“, „ადჟარია“, „ყვარელი“, „ხონი“, „იმერეთის მოამბე“, „ახალი წყალტუბო“, „24 საათი“, „აბაშის მაცნე,“  „ტყიბულის დროით,“ „ეგრისის მაცნე“, „გურჯაანი“, „გაზეთი ბოლნისი“, „პრო–არტი“, „მოდინახე“, „ენციკლოპედია ქუთაისი“, „ლიტერატურული მესხეთი“(ადიგენი), „ჩემი აფხაზეთი“, „ბიულეტენი“, „ვრასტანი“, „გურჯისტანი“, „ონი News“, “ახალი ხარაგაული”, „ლიტერატურული მესხეთი“ (ახალქალაქი), „გურიის მოამბე“, „ალიონი“, „ყაზბეგის მაცნე“, „კოლხეთი“, „ბახტრიონი“, „თერჯოლა“, „ხობის მოამბე“, „სამტრედიის მაცნე“, „ზესტაფონის მოამბე“.

კომისიის პრესმდივნის ხატია ყურაშვილის განცხადებით, სია საბოლოო არ არის. „ჩვენ ყველა თვითმმართველ ორგანოსა თუ ადმინისტრაციულ ერთეულში გავაგზავნეთ წერილი და ვითხოვეთ ინფრომაცია იმ გამოცემების შესახებ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ზოგიერი მათგანიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ შესაძლოა სია კიდევ გაიზარდოს“, - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.

გამოცემები ვალდებულნი არიან, წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში, კომისიას დადგენილი ფორმით ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია ფართობის სიდიდისა და ტარიფის შესახებ.

დადგენილების თანახმად, არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის 1 ნომერში ან 1 კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი; ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს; გამოცემა ვალდებულია სააგიტაციო წერილისა და წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში განათავსოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი გაზეთის ფართობი,  გაზეთს უფლება აქვს, ეს ფართობი თანაბრად გადაუნაწილოს დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

გაზეთის მონიტორინგი ტარდება დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე, გამოცემის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის (ამ წესის შესაბამისად დადგენილი რეგულარული ანგარიშგება) გადამოწმების გზით; ამ დროს კომისია უფლებამოსილია გაზეთისაგან გამოითხოვოს მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია.

 

Media.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია