დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობა ყველა ტელევიზიას ვალებს ჩამოაწერს
2012/10/15 16:44:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება. 
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 
"ამ გზით, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელეკომპანიებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბ
უქება და მათი თანაბარ საგადასახადო პორობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება, მოიზიდონ ახალი ინვესტიციები ამ სფეროში", - განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა. 

მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პროცესების გამჭვირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს, საგადასახადო დავალიანებების არსებობის შემთხვევაში წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა. 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ტელემედიის მხარდაჭერისთვის საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ხეთაგურის თქმით, ბოლო საგადასახადო შეღავათი ტელემაუწყებლებისთვის 2010 წელს მოხდა, რომლითაც ისარგებლეს როგორც ცენტრალურმა, ისე რეგიონალმა მაუწყებლებმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია