დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნეგო (უკვდავა)
2012/01/09 13:44:47

საქართველოში სულ 5 სახეობის ნეგოა გავრცელებული. სამკურნალოდ ხალხი ყველა მათგანს იყენებს. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში, გამოიყენება კენწეროს ყვავილოვანი კალათები 1-2 სმ ღეროთი.

ნეგოს ყვავილები (კალათა ყვავილები) მედიცინაში გამოიყენება ნაღვლის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. ავადმყოფებს უმცირდებათ პირღებინება, ღვიძლის არეში ტკივილის გრძნობა, მეტეორიზმი (მუცლის ბერვა გაზების დაგროვების გამო) აფერხებს ღვიძლის გადიდებას, ნეგო მცირედტოქსიკურია, ზრდის ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, ახდენს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის სტიმულირებას, ზრიდს დიურეზს.

ნეგოს ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 10 გ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალს და აცხელებენ მდუღარე წყალში ჩადგმით, ამასთან ხშირად ურევენ, აგრილებენ, წურავენ წყლიან ნაყენს და იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნაღვლისდენის გამაძლიერებელი ჩაი კეთდება შემდეგნაირად: 400 მლ წყალზე იღებენ 10 გ შემდეგი ბალახის ნაკრებს: 3 გ ნეგოს ყვავილი, 3 გ სამყურას ფოთოლი, 2 გ ქინძის თესლი, ერთ ჩაის კოვზ ნარევს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და თავდახურული 20 წუთი დგამენ. წურავენ და თბილ მდგომარეობაში სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნეგოს გამოყენება შეიძლება სიყვითლის სამკურნალოდ. ნეგოს წყლიანი ნაყენი 40 გ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე. ნაღველსადინარების მკურნალობასთან ერთად დადებითად მოქმედებს თვით ღვიძლზეც, განსაკუთრებით ცეროზისა და ჭვალვების დროს იმავე გამონაწვლილს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას, აგრეთვე შარდ-სასქესო ორგანოების, საშარდე ბუშტის ჩათვლით მკურნალობაში არაგამაღიზიანებელ შარდმდენ საშუალებად. იყენებენ წყლიან ნაყენს: 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნეგოს ყვავილებს 2 ჭიქა ცივ წყალზე დგამენ 8 საათის განმავლობაში (დღე-ღამის დოზა). რეცეპტი შეიძლება გამოვიყენოთ თირკმლების დაავადების დროსაც.

ნეგოს ფისოვანი ნივთიერებები ანტიბიოტიკ არენარინს შეიცავს, რომელიც ფიტოპათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს (განსაკუთრებით პომიდვრის კიბოს გამომწვევ და პარკოსნების ბაქტერიების წინააღმდეგ და სხვ.) ეს ფაქტი იმის საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნული ბოსტნეული კულტურების მკურნალობაში ფრიად სახიფათო ქიმიკატების ნაცვლად გამოიყენება არა მარტო უვნებელი, არამედ ადამიანის მკურნალი ესოდენ პოპულარული ბალახი ნეგო. ნეგოს ინსექტიციდური თვისებაც გააჩნია და გამოიყენება ჩრჩილის წინააღმდეგ.

 

თამარ ასკურავა    

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია