დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №03 (354) 23-29 იანვარი, 2006 წელი
გარიყულები
2014/04/29 14:59:34

მას შემდეგ, რაც ქალბატონი ..... და მისი ხუთი წლის შვილი შიდსით დაავადდნენ, მათი სახლის ზღურბლზე თითქმის არცერთ ნათესავსა და მეზობელს აღარ გადაუბიჯებია. ამ ოჯახში მეზობლების ხშირ სტუმრიანობასა და ერთად ყავის სმის ტრადიციას, ახლა მხოლოდ იგონებენ...

 

37 წლის ქალბატონი, მისი მეუღლე და სამი შვილი (12, 8, 5 წლის ბავშვები) ახალ რეალობასა და მარტოობას უკვე მეოთხე თვეა ებრძვიან. მათ სატკივარს მხოლოდძაღლი „ჯავრია“ იზიარებს. შიდსით დაავადების შესახებ დედა-შვილმა სრულიად შემთხვევით შეიტყო.

 

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ქუთაისთან ახლოს, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ჩამტვრეული მინებიდან შემოჭრილ ზამთრის სუსხს, იშვიათად დანთებული ღუმელი ვერ უმკლავდება. მინების მაგივრად, ერთგან საბანი აქვთ მიფარებული, ორი კი ნახევრადჩამტვრეულია. შეშა ცოტა დარჩათ, ცოტაც მამამ მოიტანა, ფიჩხები კი ბავშვებმა შეაგროვეს.

 

მათი შემოსავალი 55 ლარიანი დახმარებაა, თუმცა, მას, ისინი, თითქმის ვერასდროს მოიხმარენ, რადგან მევალეებს მიაქვთ. ვალები ბლომად დაუგროვდათ - სამი ათას ლარამდე, მთელი თანხა პატარას ხანგრლივ მკურნალობას დასჭირდა.


ამ ოჯახში არც ახალი წლის განცდაა, არც ნავის ხე, არც სათამაშოები, და არც საახალწლო სამზადისი.

 

-         რა ჩივილები გქონდათ, რამდენ ხანს გრSნობდით თავს შეუSლოდ?

 

-ახალნამშობიარები ძალიან ცუდად ვიყავი, არც გრიპი მქონდა, არც მახველებდა და ისე მალევდა სიცხეს, სულ მეინებოდა, მოთენთილობა მაწუხებდა და დღესაც ასე გრძელდება.

 

-როგორ შეიტყვეთ, რომ შიდსით იყავით დაავადებული?

 

-სრულიად შემთხვევით, როცა ორი ქუთაისელი ბავშვი შიდსით დაინფიცირდა და აჟიოტაჟი შეიქნა, თბილისიდან, შიდსის ცენტრიდან, ექიმები ჩამოვიდნენ და ყველა იმ ადამიანს აუღეს ანალიზი, ვისაც ხუთი წლის წინ ამ დონორის სისხლი გადაესხა. ჩვენთანაც მოვიდნენ, ანალიზი ამიღეს და მითხრეს, რომ პასუხისათვის დამერეკა. როცა დავრეკე, მიმანიშნეს, რომ ცუდი ანალიზი მქონდა. მითხრეს, რომ მეორე დღეს თბილისიდან ჩამოვიდოდნენ და ყველაფერს ამიხსნიდნენ, ოღონდ ერთი პირობით, სახლში მეუღლე უნდა ყოფილიყო. როცა ჩამოვიდნენ გარკვევით გვითხრეს, რომ შიდსით ვიყავი დაინფიცირებული, ბავშვიც ამ დაავადებით აღმოჩნდა ავად.

 

-დონორის სისხლი როდის გადაგესხათ?

 

-5 წლის წინ, №3 სამშობიაროში საკეისრო კვეთით ბიჭი შემეSინა, ჩემი მდგომარეობა რთული იყო და სისხლის გადასხმა დამჭირდა, სისხლი ქუთაისის სისხლის ბანკიდან მოიტანეს. გადასხმის მერე ხელზე ჩირქოვანი გამონაყარები გამიჩნდა. მერე კოღომ მიკბინა და ხელი ისე გამისივდა, ორი თვე საშინლად ვიყავი.

 

ბავშვიც ძალიან ხშირად მყავდა ავად, სამჯერ პლევრიტი, ოტიტი, დისბაქტერიოზი და რა აღარ გადაიტანა. ვმკურნალობდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სწორი დიაგნოზი არ იყო დასმული.

 

-სად მკურნალობდით ბავშვს?  

 

-გამყიდა ამის მკურნალობამ. რაც მქონდა სახლში ყველაფერი გავყიდე, მერე ნაცნობებს საქონელს ვართმევდი და ვყიდდი. ხალხში ნდობა მქონდა, ბოლოს ვეღარ გავისტუმრე ამ საქონლის ვალი და დიდი თანხა დაგროვდა. ახლა დევნილთა შემწეობას ვიღებ 55 ლარს და ხან ერთი მევალე წამართმევს და ხან- მეორე.

 

-შიდსით მკურნალობის პრეპარატებს ხომ სახელმწიფო უფასოდ გაძლევთ?

 

-კი, მაგრამ, თბილისში რომ წავიდე ყოველ თვეში, სულ ცოტა 30 ლარი მჭირდება. ახლაც მეზობლისგან ვისესხე მგზავრობის ფული და რით გავისტუმრო, არ ვიცი. კარგი იქნება, თუ ამ პრეპარატებს ქუთაისში მომცემენ.

 

-თქვენი მდგომარეობის შესახებ მეზობლებმა თუ იციან?

 

-კი, მე ყველასთან ვთქვი, რაც მაწუხებდა, მერე რომ პრობლემები არ შემქმნოდა და არ ეთქვათ, დაგვიფიცაო.

 

-როგორი იყო მათი რეაქცია?

 

-მეზობლები ჩემთან აღარ დადიან- ეს არის მათი რეაქცია. ადრე აქ ფეხს ვერ შემოდგამდით, ისეთი ხალხმრავლობა იყო. ისიც გავიგე, რომ ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარეს პოლიკლინიკაში უთქვამს, რომ ჩვენი დაავადება გადამდებია, ზოგი ჩვენი გასახლების წინადადებითაც კი გამოსულა.

 

ამ ამბის გახმოვანების შემდეგ ვგრძნობ, რომ მეზობლები ჩვენზე ზურგს უკან საუბრობენ, არადა, მირჩევნია პირში მითხრან ყველაფერი.

 

ბაღში მე თვითონ ვუთხარი მასწავლებელს, რომ ბავშვი შიდსით იყო ავად და მეორე დღესვე გამოუშვეს. არადა მას დასაწყისი სტადია აქვს ამ ავადმყოფობის. მე მგონი კარგი გავაკეთე, ბავშვს უეცრად ცხვირიდან სისხლი რომ წასკდენოდა ან ხელი გაეჭრა, ხომ უნდა სცოდნოდათ.

 

მე, საერთოდ, სხვისი სიახლოვით არ ვსარგებლობ, სხვასთან იშვიათად მივდივარ, თან ჩემი ჭიქა მიმაქვს.

 

-სკოლაში ხომ არა აქვთ პრობლემები თქვენს ორ ბავშვს, რომლებიც ჯანმრთელები არიან?

 

-არა, სკოლაზე ამას ვერ ვიტყოდი. თუმცა, ერთმა მასწავლებელმა უფროსი გოგო, რატომღაც, თავიდანვე აითვალწუნა. ისე, გადამდები რომ იყოს ეს ავადმყოფობა, პირველად ჩემს შვილებს გადაედებოდათ.

 

-ნათესავებიც თქვენგან დისტანცირებას ცდილობენ, თუ პირიქით- თანაგრძნობას გამოხატავენ?

 

-თბილისში რომ ჩავდივარ ნათესავებთან, ზოგს ვუმალავ ჩემს მდგომარეობას. ადრე ქმრის ახლობლებთან დავდიოდი, მაგრამ მათგან ზეწოლას ვგრSნობ და აღარ მივდივარ. ერთმა ახლო ნათესავმა გარკვევით მითხრა, რომ მეორედ მასთან აღარ მივსულიყავი.

 

ახლა, როცა ყველა ასე გაგვიდგა და მხეცები ვგონივართ, ბინის შეცვლა გადავწყვიტე. აქ ავტორიტეტი ცალკე ამ ავადმყოფობის გამო, ცალკე ვალების გაუსტუმრებლობის გამო, Sალიან შემელახა. არადა, თავის დროზე საზოგადოებაში ჩემი ადგილი მქონდა და დაწყებითი კლასების პედაგოგი ვიყავი.

 

-თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

 

-სულ რამდენიმე დღეა, რაც მუშაობა დაი-წყო. თუმცა, იქაც მევალეებმა მიაკითხეს და ვიცით რომ სახლში ვერაფერს მოიტანს. დაიწყებდა თუ არა მუშაობას, მაშინვე მევალეები დაეცემოდნენ თავზე, მერე მოსწყინდათ მის უფროსებს ეს ყველაფერი და სამსახურიდან გამოუშვეს.

 

-როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

 

-ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, მე და გიორგი სახლში ვრჩებით, თუმცა, მისთვის არ მცალია, მეძინება და მოთენთილი ვარ, თითქმის სულ ვეჩხუბები. მგონი ჩვეულებრივი ურთიერთობა აღარ შემიSლია, საშინელი ნერვოზი მაწუხებს. არადა, ბაღში ბევრ რამეს ისწავლიდა.

 

ჩვენი მდგომარეობის გამო ოჯახში ხშირად კამათია.

 

-სისხლის ბანკისგან რაიმე დახმარება ხომ არ მიგიღიათ, ან კომპენსაცია ხომ არ მოგითხოვიათ?

 

-არა, ჯერ სერიოზული დახმარება არ მიმიღია. სისხლის ბანკის დირექტორმა მითხრა, მებრალებიო და იმიტომ ორჯერ თბილისში წასასვლელი ფული მომცა. ადამიანი შეიSლება შეგებრალოს, მაგრამ როცა არ გევალება, ჯიბის ფულს ვერ მისცემ და საკუთარ შვილებს არ მოაკლებ. დირექტორი თავს დამნაშავედ გრSნობს, თუმცა არ აღიარებს. მე უკვე უკან აღარ დავიხევ, დასათმობი აღარაფერი მაქვს. ლტოლვილთა კომიტეტი რაღაც დახმარებას დამპირდა და იმას ველოდები. ადვოკატმა ჩემი უფლებების დასაცავად 150 დოლარი მომთხოვა, რაც ახლა არ მაქვს. მე მაინტერესებს, ვისი ბრალია ჩემი მორალური უფლებების შეზღუდვა.

 

-ხომ არ დაკავშირებიხართ შიდსით დაინფიცირებული ორი ქუთაისელი ბავშვის მშობლებს?

 

-         მათ მისამართს შიდსის ცენტრში არ მაძლევენ.

 

-         სხვა ამ დაავადების მატარებლებს თუ იცნობთ?

 

-         არა, ასეთი ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია.

 

-         მკურნალობის შემდეგ თუ შეიცვალა თქვენი მდგომარეობა?

 

-         კი, შედარებით უკეთ ვართ, ბავშვი უფრო მოკეთდა. ეხლა კი არის თეთრი ფერის, მაგრამ  ადრე მთლად გაფითრებული იყო.

 

ვცხოვრობთ მომავლის იმედით და იმ იმედით, რომ ჩვენი დაავადება სასიკვდილო არ აღმოჩნდება და ქრონიკულ მდგომარეობაში გადავა.

 

***

 

ჩვენი სტუმრობა ამ ოჯახში ძველით ახალ წელს შედგა. თუმცა, აქ, ეს, ჩვეულებრივი დღე იყო, ბავშვები დედას საჭმელს თხოვდნენ. არადა, ლობიო დილით გათავებოდათ და საღამოს მამის მოსვლას ელოდნენ, პური მაინც რომ მოეტანა.

 

ნაძვის ხე არ ჰქონდათ, არც თოვლის ბაბუას ელოდნენ, მათ ოცნებაც კი დაავიწყდათ.

 

 

***

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „World  Vision-მა (პროექტი „ვსწავლობთ ცხოვრებას“)  ოჯახს გადასცა საკვები პროდუქტები და  ტანსაცმელი, რომელიც შეგროვდა აქციით-„ბავშვები ბავშვებისათვის“.

 

„ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები, რომელიც UNICEF-ის მიერ გადმოეცა ჩვენს ორგანიზაციას. დედა, პროექტ „ვსწავლობთ ცხოვრებას“ სოციალური სამსახურის მეშვეობით დაუკავშირდა გიორგი კამკამიძეს, რომელიც არის ბავშვთა და მოზრდილთა კლინიკური იმუნოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა განყო-ფილების გამგე“,- აღნიშნა პროექტ „ვსწავლობთ ცხოვრებას“ სოციალური სამსახურის კოორდინატორმა, თამარ კეპულაძემ და დასძინა: „ასევე სოციალური სამსახურის საშუალებით მოხდა ქალბატონის დაკავშირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან იმერეთში (კერძოდ, ბესიკ ჭანტურიასთან), ვისი სამსახურის მეშვეობითაც აუნაზღაურდებათ თბილისში მგზავრობის ღირებულება მედიკამენტებთან დაკავშირებით და ჩართული იქნებიან ლტოლვილთა საბინაო ვაუჩერიზაციაში“.

 

ამჯერად, პროექტის მხრიდან, მიმდინარეობს მონიტორინგი აღნიშნულ ოჯახთან და როგორც თამარ კეპულაSე ამბობს, პროექტი ცდილობს მოიძიოს დამატებითი რესურსები ოჯახისათვის.

 

...ახლა პატარები გაზაფხულს ელოდებიან, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია „World  Vis ion“-ის (პროექტი „ვსწავლობთ ცხოვრებას“) ნაჩუქარი საღებავებით და ლინოლიუმით სახლი მაინც შეაკეთონ და ცოტა გაალამაზონ.

 

 

 

ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენს ირგვლივ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც განსაცდელი საშინელი ავადმყოფობის - შიდსის სახით მოვიდა.

 

იყავი ტოლერანტი მათ მიმართ, ნუ უარყოფ და გარიყავ მათ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მსგავსი განსაცდელისაგან არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის, არც შენ...

 

შიდსის ვირუსი არ გადადის:

 

 საერთო მოხმარების საგნებით (ჭურჭელი, აბაზანა, პირსახოცი).

 

 მწერებისა და ცხოველების ნაკბენით.

 

 ხელის ჩამორთმევით, საუბრისას, დახველებით და დაცემინებით.

 

 კოცნით, მოფერებით...

 

შიდსის ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს შემდეგი გზებით გადაეცემა:

 

 სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური, ორალური).

 

 ინფიცირებული სისხლით: სისხლის გადასხმისას, საინექციო ნარკოტიკების გამოყენებისას (საერთო შპრიცით და ჭურჭლით), არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

 ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

 

 

ნინო ჯანელი

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №03 (354) 23-29 იანვარი,  2006 წელი

 

p.s. სამწუხაროდ, ქალბატონი, რომელთანაც ეს ინტერვიუ თითქმის 7 წლის წინ ჩავწერეთ, დღეისათვის გარდაცვლილია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია