დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერ­თი ათ­თა­გა­ნი
2012/09/10 14:30:09

მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ხსოვ­ნას

 

ამ     ზაფხულს     ქუ­თა­ი­სის   მწვა­ნეყვა­ვი­ლას პან­თე­ო­ნის მი­წამ მიიბარა ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რებათა დოქ­ტო­რის, ღირ­სების ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რის, ათე­უ­ლი წლების მან­ძილ­ზე სახელ­მწი­ფო ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის, ქუ­თა­ი­სი­სა და სამ­ტრე­დი­ის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის - მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ნეშ­ტი.

სა­დად,  მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყვების  გა­რე­შე  გა­ვა­ცი­ლეთ    იმ­ქვეყნად ბატო­ნი მი­შა, სხვაგ­ვა­რად მას არც ეკად­რებოდა. იყო გულ­წრფე­ლი უხმო ცრემ­ლი, გულ­წრფე­ლი ღრმა მო­წი­წება. დაკ­რძალ­ვა­ზე ვინც მო­ვი­და, ყვე­ლა დიდ­მა სიყვა­რულ­მა მოიყვა­ნა. არა­ვი­თა­რი მოჩ­ვე­ნებითი წუხილი, არა­ვი­თა­რი ვინ­მეს სა­ა­მებლად გა­მოხატუ­ლი თა­ნაგ­რძნობა. ვა­ცი­ლებდით მა­მუ­ლიშ­ვილს, „სავ­სეს ქარ­თუ­ლი პა­ტი­ოს­ნებით“. ამ ჩუმ, დი­დი სევ­დით გაჯერებულ გა­მოთხოვებას გა­მოს­ვე­ნებამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ად­რე შე­უ­ერ­თდა ხარების ტა­ძარ­ში შე­მოფ­რე­ნი­ლი მტრე­დი. ღვაწ­ლმო­სი­ლის ცხედარს და­ფარ­ფა­ტებდა უფ­ლის თეთ­რი ფრინ­ვე­ლი და ცხადი ხდებოდა, რომ მიც­ვა­ლებულის დამ­სახურებებს მიღ­მა გაბნე­უ­ლი იყო ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­ერ ყოველ­დღი­ურ ცხოვ­რებაში ნა­თე­სი მად­ლი, რომ­ლის წყალობითაც ჩი­ტის პა­ტა­რა ფრთებით სუ­ლი მსუბუქად მაღ­ლდებოდა სა­სუ­ფევ­ლი­სა­კენ.

ყვე­ლა ადა­მი­ანს ორი ბიოგ­რა­ფია აქვს: და­წე­რი­ლი და და­უ­წე­რე­ლი. ხში­რად და­უ­წე­რე­ლი და­წე­რილ­ზე გა­ცი­ლებით მარ­თა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, სი­ცოცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და, ზოგ შემთხვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი­ცაა.        მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი იმ ბედ­ნი­ერ მოღ­ვა­წე­თა რიცხვს მი­ე­კუთ­ვნება, რო­მელ­თა ე.წ. მე­ო­რე ბიოგ­რა­ფია არა­თუ თანხვედ­რა­შია პირ­ველ­თან, არა­მედ ბევ­რად აღე­მა­ტება სი­კე­თი­სა და შეუბღა­ლა­ვი მო­რა­ლის გა­მოვ­ლე­ნის მა­გა­ლი­თებით. ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მცვე­ლის მუხლჩაუხრელ შრო­მას სა­ფუძ­ვლად ედო მა­ღა­ლი ზნეობა, უდი­დე­სი თავ­მდაბლობა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კაც­თმოყვა­რეობა. ყოველ­თვის ვგრძნობდი, რომ ბატო­ნი მი­შას გვერ­დით ყოფ­ნით ვხდებოდი უფ­რო უკე­თე­სი, ვიდ­რე მუ­ზე­უმ­ში მოს­ვლამ­დე ვიყავი. ის ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლობაში ჩე­მი დი­რექ­ტო­რი იყო და ახლა, რო­ცა ცოცხალი აღარ არის, ვხვდები, რომ ეს არა­სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რებას მას­წავ­ლი­და და პი­რა­დი მა­გა­ლი­თით მი­ნერ­გავ­და, რომ ყვე­ლა რე­გა­ლი­ა­ზე, ჯილ­დო­სა და თა­ნამ­დებობაზე მაღ­ლა დგას მოკ­რძა­ლება, უან­გა­რობა, პა­ტივ­მოყვა­რეობის უარყოფა და მი­ტე­ვება. მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რების მან­ძილ­ზე უამ­რავ გან­საც­დელს გა­უძ­ლო და დარ­ჩა სპე­ტაკ ადა­მი­ა­ნად. მან მუ­ზე­უ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლება ყოვე­ლი­ვე პი­რა­დულ­ზე მაღ­ლა დააყენა. ბატო­ნი მი­შა იყო ჰუმა­ნუ­რიც და პრინ­ცი­პუ­ლიც, თა­ვა­ზი­ა­ნიც და სა­მარ­თლი­ა­ნად მკაც­რიც.

პრო­ფე­სორ მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვილს გა­მოქ­ვეყნებული აქვს 15 მო­ნოგ­რა­ფია და 300-ზე მე­ტი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნარ­კვე­ვი. სამ­ტრე­დი­ი­სა და ქუ­თა­ი­სის შე­სახებ და­წე­რილ შრო­მებში მას დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მოჰქონ­და ისე­თი უც­ნობი დო­კუ­მენ­ტები, რო­მელ­თა მეშ­ვეობითაც ამ ქა­ლა­ქების ის­ტო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო ჭრილ­ში გა­ნიხილება. მი­სი წიგ­ნები      „სამ­ტრე­დი­ის ის­ტო­რი­ი­დან“ და „და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების და სარ­კი­ნიგ­ზო მშე­ნებლობის ის­ტო­რი­ი­დან“, რაც დრო გა­დის, კი­დევ უფ­რო დიდ მნიშ­ვნე­ლობას იძენს. ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლების დაც­ვი­სა და ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ-კო­ლო­რი­ტუ­ლი იერ­სახის შე­ნარ­ჩუ­ნების სა­კითხებზე ბატონ მი­შას მი­ერ გა­მოქ­ვეყნებული წე­რი­ლების სე­რია არის და სა­მუ­და­მოდ დარ­ჩება ამ სა­კითხებით და­ინ­ტე­რე­სებულ პირ­თა სა­მა­გი­დო წიგ­ნად.

ბატო­ნი მი­შა მოღ­ვა­წეობდა ქუ­თა­ი­სის აკ. წე­რეთ­ლის სახელობის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. მან გა­მოს­ცა სახელ­მძღვა­ნე­ლო სტუ­დენ­ტებისათ­ვის „ის­ტო­რი­უ­ლი მხარეთ­მცოდ­ნეობა“. ასი წლის ის­ტო­რია აქვს ქუ­თა­ი­სის მუ­ზე­უმს და დღემ­დე ამ მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლობის გან­ძთსა­ცა­ვის ის­ტო­რი­ი­სა და მას­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლების შე­სახებ შრო­მები, არც რა­ო­დე­ნობრი­ვად და არც თვი­სობრი­ვად, არა­ვის გა­მო­უქ­ვე-ყნებია ისე, რო­გორც ეს მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნახორ­ცი­ე­ლა. თაობიდან თაობას გა­და­ე­ცე­მა წიგ­ნები: „გან­ძი და სა­გან­ძუ­რი“, „გე­ლა­თის სახალხო აკა­დე­მია“, „ქუ­თა­ი­სის სახელ­მწი­ფო ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი“, „გე­ლა­თის აკა­დე­მი­ის კულ­ტუ­რუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი მემ­კვიდ­რეობა“ და რამ­დე­ნი­მე გზამ­კვლე­ვი. პეტ­რე ვაჭ­რი­ძე მის ნაშ­რომს „ქუ­თა­ი­სის მუ­ზე­უ­მის ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლები“ აყენებს დიმ. ბაქ­რა­ძის, გ. წე­რეთ­ლის, მ. ბრო­სეს, ექ. თაყაიშ­ვი­ლის, თ. ჟორ­და­ნი­ა­სა და გ. ბოჭო­რი­ძის პუბლი­კა­ციების გვერ­დით. 2000 წელს კემბრიჯის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიოგ­რა­ფი­ულ­მა ცენ­ტრმა ბატო­ნი მი­შა 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნილ მკვლე­ვარ­თა სი­ა­ში შეიყვა­ნა. დი­დი მეც­ნი­ე­რები: ნ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, სი­მონ ყაუხჩიშ­ვი­ლი, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ო. ჯაფა­რი­ძე, მ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ვ. ბერი­ძე, ო. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ა. ბოჭო­რიშ­ვი­ლი, ა. ბარა­მი­ძე და სხვები მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვილს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გან­ძის გულ­შე­მატ­კივარს, მცველს, მკვლე­ვარ­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ტორს, მი­იჩ­ნე­ვენ ექ­ვთი­მე თაყაიშ­ვი­ლის, სერ­გი გორ­გა­ძის, სარ­გის კა­კაბაძის, გი­ორ­გი ბოჭო­რი­ძის, ტრი­ფონ ჯაფა­რი­ძის სა­დარ პი­როვ­ნებად. ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლების გა­დარ­ჩე­ნა-აღორ­ძი­ნება კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ ყოფი­ლა. რამ­დე­ნი ურ­თუ­ლე­სი სა­კითხი გა­დაჭ­რა ბატონ­მა მი­შამ მუ­ზე­უ­მის სა­კე­თილ­დღე­ოდ! იგი ექ­ვთი­მე თაყაიშ­ვი­ლი­ვით სამ­შობლოს ფარ­გლებს გა­რეთ თავ­გან­წირ­ვით არ დას­დევ­და კვალ­დაკ­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს სა­უნჯეს, მაგ­რამ მას აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მშობლი­ურ ქუ­თა­ის­ში უხდებოდა ბევ­რი ჭირ-ვა­რა­მის გა­და­ტა­ნა სა­ი­მი­სოდ, რომ, შე­ნობიდან შე­ნობაში მრა­ვალ­გზის გა­დაბარ­გებისას, უძ­ვირ­ფა­სე­სი ექ­სპო­ნა­ტები გა­ნად­გუ­რებისა­გან გა­და­ერ­ჩი­ნა და ერთ ად­გილ­ზე ყოფ­ნის საკ­მა­ოდ არახან­გრძლივ პე­რი­ოდ­ში მათ და­სა­ცა­ვად შე­სა­ფე­რი­სი პი­რობები შე­ექ­მნა. მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვილს, სრუ­ლი­ად დამ­სახურებულად 2002 წელს მი­ე­ნი­ჭა ექ­ვთი­მე თაყაიშ­ვი­ლის სახელობის სახელ­მწი­ფო პრე­მია. ბატონ­მა მი­შამ საბჭო­თა ეპო­ქა­ში, ფაქ­ტობრი­ვად, შე­უძ­ლებელი შეძ­ლო: XVII სა­უ­კუ­ნე­ში შეწყვე­ტი­ლი გე­ლა­თის აკა­დე­მი­ის საქ­მი­ა­ნობა მი­სი თა­ოს­ნობით 1970 წელს აღ­დგა გე­ლა­თის სახალხო აკა­დე­მი­ის ფორ­მით. იქ ლექ­ციებს კითხულობდნენ მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლობის ქარ­თვე­ლი და უცხოე­ლი მეც­ნი­ე­რები.

მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი უღა­ლა­ტოდ ემ­სახურებოდა ეროვ­ნულ საქ­მეს და ამ­ქვეყნი­დან ვალ­მოხდი­ლი წა­ვი­და. თა­ვი­სი ცხოვ­რების წე­სით სა­მო­ცი­ა­ნელ­თა ჭეშ­მა­რი­ტი მემ­კვიდ­რე იყო.

ბატონ მი­შას მე სი­ცოცხლე­ში­ვე ვუ­წო­დე ერ­თი ათ­თა­გა­ნი. აბრა­ა­მის სა­მი სტუ­მა­რი, ორი ან­გე­ლო­ზი და თვი­თონ ღმერ­თი, სო­დომ-გო­მო­რის მი­წას­თან გა­სას­წო­რებლად მი­დი­ოდ­ნენ. ათ მარ­თალ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო ამ ქა­ლა­ქების გა­დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ამ დაწყევ­ლილ ქა­ლა­ქებში ისი­ნი არ მო­ი­ძებნენ. არ ვი­ცი, რამ­დე­ნი ასე­თი ათე­უ­ლი ცხოვ­რობს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ზუსტად ვი­ცი, რომ მიხეილ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ერ­თი იმ ათ­თა­გა­ნი იყო, რო­მელ­თა ზნეობაზეც დგას სა­ქარ­თვე­ლო.

 

მა­ია ქებულა­ძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია