საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მწერალთა კავშირი 90 წლისაა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/11 19:21:58

ქუთაისის სამწერლო  ორგანიზაციის 90 წლის იბულესთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ესწრებოდა.  

საიუბილეო საღამოზე ქართულ მწერლობასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ მწერლები, ქორეოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები.

"მადლობელი ვარ ჯილდოსთვის ორმელიც მივიღე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვულოცავ ყველა ჩემს მეგობარს იმ სიგელებს, რომელიც დამსახურებულად მიიღეს"-განაცხადა ქუთაისის მწერალტა კავშირის თავმჯდომარემ თეიმურაზ ლანჩავამ.

"ქუთაისი კულტურული მოღვაწეობის კუთხით გამორჩეული ქალაქია, ამიტომ ეს დღე აღვნიშნეთ პოეტების ქალაქში. ვულოცავ ყველას მიღებულ ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებებს"-განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ მწერალთა კავშირის წევრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია