დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა უნივერსიტეტში
2010/11/29 13:44:32

სტუმართა საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას - ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, ადგილზე დახვდა ადგილობრივი ხელისუფლება - იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, მერი გია თევდორაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, მერიის აპარატის უფროსი, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის სრული შემადგენლობა. მასპინძლის როლი უნივერსიტეტმა მოირგო, მისი პროფესურა და მაგისტრანტი-ეკონომისტები წინასწარ გაეცვნენ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და თავიანთი შეხედულებებიც დააფიქსირეს.

ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკის გაჯანსაღების პროგრამაში უმთავრესი ადგილი ეჭირა: მასწავლებელთა ხელფასების ზრდას, ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო სწავლებას, ინგლისურენოვანი მასწავლებლების ხარჯების ანაზღაურებას, პროფესიული სასწავლებლების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას, სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევას, საავადმყოფოების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და სათანადო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას, სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდას...

„ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მაინც ინფრასტრუქტურის მოწყობა რჩება, რაც გულისხმობს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენება-დაკანონებას, გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, წყლით მომარაგების პრობლემის ძირეულ მოგვარებას... ჩვენ 2011 წლის ბიუჯეტში საგრძნობლად შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, ანუ ჩვეული რეჟიმით გრძელდება „ქამრების მოჭერის“ პროგრამა“ - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

ზურაბ მელიქიშვილმა კი დაამატა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში არ არის ჩადებული არცერთი სახელმწიფო მოხელისათვის მანქანის, მობილური ტელეფონის ან სხვა მსგავსი ტექნიკის შეძენა. სწორედ ამის ხარჯზე შეამცირეს 10%-ით ადმინისტრაციული ხარჯები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობდა.

 

ლანა ღიბრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1363
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია