დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რესპუბლიკელთა შიდაპარტიული შეხვედრები
2010/11/08 13:00:07

2 ნოემბერს „ოქროს ჩარდახში“ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების - დავით უსუფაშვილისა და დავით ბერძენიშვილის შიდაპარტიული შეხვედრა მოეწყო - რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის აქტივთან. მათთან ერთად იმყოფებოდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეა კირპსი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობის პროგრამაზე მუშაობს.

 

შეხვედრაზე დავით ბერძენიშვილმა განაცხადა: „სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებში. ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარკება არის ძალიან რთული. ჩვენ გვყავს ძალიან მძიმე ხელისუფლება, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, თუ არა - რაღაც ტიპის შეთანხმება ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.“

განიხილებოდა რამდენიმე პრიორიტეტული თემა, როგორიცაა საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მიმდინარე კონსულტაციები: თუ რა განსაკუთრებული მიკროპრობლემებია ქალაქში, რა ხდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ასევე ბიუჯეტის თემა, რაზეც დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „გვსურს, ქუთაისელებისგან მოვისმინოთ, ისინი რას ხედავენ პრიორიტეტებად. ადგილობრივი ბიუჯეტი სწორედ ადგილზე უნდა იგეგმებოდეს, ამიტომ მე მზა რეცეპტით არ ჩამოვსულვარ, მაგრამ კოლეგებთან საუბრის შემდეგ ჩამოყალიბდება პრიორიტეტები.“

ქუთაისის შემდეგ ასეთივე შეხვედრები გაიმართება წყალტუბოში, სამტრედიაში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბაღდათში, სენაკსა და ზუგდიდში, სადაც რესპუბლიკურ პარტიას თავისი წარმომადგენელი ჰყავს. პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ისინი ამ დღეებში მოივლიან.

 

მაკა გასაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია